სიახლეები ტოპ 5 მითი ვაქცინაზე 2017, 13 აპრილი, 13:06
უამრავი ჭორმართალია ვაქცინაზე.კარგია ის თუ ცუდი.გვეხმარება თუ გვავნებს.ხშირია შემთხვევა, რომ მშობლები უარს ამბობენ ბავშვის აცრაზე, რომ ის იწვევს სხვადასხვა დაავადებებს და ა.შ.
სინამდვილეში ვაქცინა ყველასთვის აუცილებელია.
1 მითი: ვაქცინა იწვევს აუტიზმს. აუტიზმი დაავადებაა, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ვაქცინასთან.ის შეიძლება განვითარდეს გენეტიკური ან გარემოს ფაქტორებისგან.გენეტიკური ფაქტორი, როდესც მშობლიდან შვილზე გადადის დაავადება.ხოლო გარე ფაქტორები შეიძლება იყოს პრობლემები ორსულობისას, დაბინძურებული გარემო, ვირუსები და ა.შ. 2 მითი: ვაქცინა შეიცავს ალუმინს, ვერცხლისწყალს და სხვა ნივთიერებებს. ალუმინის მარილი და ვერცხლისწყლის შემცველი ნაერთები გამოიყენება იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე პრეზერვატივებში, რათა შეინარჩუნოს ანტისხეულები და შეზღუდოს ბაქტერიების და სოკოების ზრდა. დიდი რაოდენობით ეს ნივთიერება იწვევს ზიანის.ეს უდაოა, მაგრამ მათი იმუნიზაციის დოზა იმდენად მცირეა, რომ საფრთხეს არ უქმნის პაციენტს. ალუმიინის ნაერთები ხშირად გვხვდება გულძმარვის წამლებში.ასევე თვალისა და ცხვირის წვეთებში.ტატუს მელნებში და ა.შ. ვაქცინაში კი ის უმნიშვნელო დოზაა, რას სულაც არ ხდის მას საშიშს. 3 მითი: ვაქცინაციის შემდეგ ჩნდება გართულებები ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი რეაქცია, როგორიცაა მცირე ტკივილი, შეშუპება, ქავილი ინექციის დროს, უმნიშვნელო ზრდა სხეულის ტემპერატურის. ზოგიერთმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა და თავის ტკივილი. ეს არის ორგანიზმის ნორმალური რეაქცია, რომელიც საბოლოოდ გადის. მშობლებო გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დროებითი უმნიშვნელო პრობლემები, რომლებიც მალე გადის. ყურადღება მისაქცევი მხოლოდ ის სემთხვევაა, როდესაც ადამიანი ალერგიულია სხვადასხვა ნივთიერებების მიმართ.ასეთ შემთხვევაში ექიმები გამოიკვლევენ რა შეიძლება გაკეთდეს. თუ ბავშვს აქვს ძლიერი ალერგიული ფონი, უმჯობესია ვაქცინა საერთოდ არ გაკეთდეს. კომპეტენტური ექიმი არ აცრის ბავშვს, რომელსაც აქვს სერიოზული უკუჩვენებები. 4 მითი: ვაქცინა ასუსტებს იმუნიტეტს ეს კიდევ ერთი მითია.ვაქცინა ბავშვს იცავს სხვადასხვა საშიში დაავადებისგან.ბევრი მშობელი ფიქრიბს, რომ მისი პატარა სუსტია და ის ჯერ მზად არაა აცრისთვის, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა.ის დავადებები, რომლის გამოც ვაქცინა კეთდება სწორედ ადრეულ ასაკშია საჭირო, რადგან ამ პერიოდში გართულების რისკი მაღალია. ეს არის დაკვირვების შედეგად მიღებული დასკვნა, სადაც აცრილი ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება გაციებას და სხვადასხვა ვირუსებს, ვიდრე აუცრელი. მარცხნივ აუცრელი, მარჯვნივ აცრილი. 5 მითი: ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია გარკვეულ შემთხვევებში ეს შეიძლება მართალიც იყოს, მაგრამ ზოგიერთი დაავადება ძალიან საშიშია და მას ვაქცინის გარეშე ორგანიზმი ვერ უმკლავდება და შეიძლება მდგომარეობა საგრძნობლად გართულდეს. მაგ: ჩუტყვავილამ შეიძლება გამოიწვიოს პლევმონია, სმენის დაკარგვა და დამბლა.ვაქცინის მიზანია დაავდება მსუბუქად იქნეს გადატანილი, გართულებების გარეშე. გაითვალისწინეთ, რომ უმოქმედობამ სერიოზული ზიანი არ მოგაყენოთ. 56 7-ს მოსწონს
|