ბევრ თქვენგანს სახლი ლამაზი ყვავილებით გაქვთ მორთული, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა შეგიქმნათ თქვენ და თქვენს პატარებს, ან შინაურ ცხოველებს.საკმარისია მათი ფოთლის ან ყვავილის გაღეჭვა და ადამიანი მაშინვე იწამლება.
1.აზალია
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041210382180127.jpg)
აზალიას ყვავილი ან ფოთოლი იწვევს ნაწლავურ სპაზმებს.
2.დიფენბახია
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041210410080127.jpg)
მისი წვენი იწვევს მოწამლვას.აგრეთვე კანის დამწვრობას და გაღიზიანებას.
3.ოლეანდრი
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041210431480127.jpg)
ეს პოპულარული ყვავილი იწვევს სიბრმავეს.მისი სუნი კი თავბრუსხვევას.
4.რძიანა (
ეუფორბია)
რძიანასთან შეხება იწვევს დამწვრობას და კანის გაღიზიანებას.ხოლო გადაყლაპვა მოწამლვას.
5.კროტონი
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041210592680127.jpg)
კროტონი ერთ-ერთი საშიში ყვავილია.ადრე იშვიათად გვხვდებოდა სახლში, ახლა კი მისი სილამაზის გამო ბევრს უნდა მისი შეძენა.მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მის წვენთან შეხება იწვევს კანის დამწვრობას, ხოლო მისი დაგემოვნების შემთხვევაში ადამიანი რეანიმაციაში ხვდება ან ეს შემთხვევა საბედისწეროდ სრულდება.
6.მიმოზა
მისი ფოთლები მყიფე და დახვეწილია, მაგრამ მასთან ხშირი ურთიერთობა თმის ცვენას იწვევს.ზოგჯერ კი სიმელოტესაც.მიმოზას ეს სახეობა ტოქსიკურ ნივთიერებას ასხივებს და სახიფათოა.
7.მონსტერა
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041211074380127.jpg)
კიდევ ერთი გავრცელებული ელეგანტური ყვავილი, რომელიც მრავლადაა საზოგადოებრივ ადგილებსა და ბოტანიკურ ბაღებში.მონსტერა აზიანებს კანს შეხებისას.იწვევს მომნელებელი სისტემის მოშლას და თუ თვალში მოგხვდათ მისი წვენი საკმაოდ აზიანებს მას.
8.სოლანიუმი
![მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და
ცხოველები image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201704/2017041211110580127.jpg)
ეს ყვავილი გვიზიდავს თავისი სილამაზით და ნაყოფით, თუმცა ძალიან შხამიანია, ამოტომ ნუ მიუშვებთ ბავშვებს მასთან ახლოს.
იმედია გამოგადგებათ ამ მცენარეების უარყოფითი მხარეების ცოდნა.დაიცავით თქვენი და თქვენი პატარების უსაფრთხოება.