x
image
ლიკა ელიშვილი
მოარიდეთ ამ მცენარეებს ბავშვები და ცხოველები
ბევრ თქვენგანს სახლი ლამაზი ყვავილებით გაქვთ მორთული, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა შეგიქმნათ თქვენ და თქვენს პატარებს, ან შინაურ ცხოველებს.საკმარისია მათი ფოთლის ან ყვავილის გაღეჭვა და ადამიანი მაშინვე იწამლება.


1.აზალია

image

აზალიას ყვავილი ან ფოთოლი იწვევს ნაწლავურ სპაზმებს.



2.დიფენბახია

image

მისი წვენი იწვევს მოწამლვას.აგრეთვე კანის დამწვრობას და გაღიზიანებას.


3.ოლეანდრი

imageეს პოპულარული ყვავილი იწვევს სიბრმავეს.მისი სუნი კი თავბრუსხვევას.


4.რძიანა ()

image რძიანასთან შეხება იწვევს დამწვრობას და კანის გაღიზიანებას.ხოლო გადაყლაპვა მოწამლვას.


5.კროტონი

image კროტონი ერთ-ერთი საშიში ყვავილია.ადრე იშვიათად გვხვდებოდა სახლში, ახლა კი მისი სილამაზის გამო ბევრს უნდა მისი შეძენა.მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მის წვენთან შეხება იწვევს კანის დამწვრობას, ხოლო მისი დაგემოვნების შემთხვევაში ადამიანი რეანიმაციაში ხვდება ან ეს შემთხვევა საბედისწეროდ სრულდება.


6.მიმოზა

image მისი ფოთლები მყიფე და დახვეწილია, მაგრამ მასთან ხშირი ურთიერთობა თმის ცვენას იწვევს.ზოგჯერ კი სიმელოტესაც.მიმოზას ეს სახეობა ტოქსიკურ ნივთიერებას ასხივებს და სახიფათოა.


7.მონსტერა

imageკიდევ ერთი გავრცელებული ელეგანტური ყვავილი, რომელიც მრავლადაა საზოგადოებრივ ადგილებსა და ბოტანიკურ ბაღებში.მონსტერა აზიანებს კანს შეხებისას.იწვევს მომნელებელი სისტემის მოშლას და თუ თვალში მოგხვდათ მისი წვენი საკმაოდ აზიანებს მას.


8.სოლანიუმი

image ეს ყვავილი გვიზიდავს თავისი სილამაზით და ნაყოფით, თუმცა ძალიან შხამიანია, ამოტომ ნუ მიუშვებთ ბავშვებს მასთან ახლოს.


იმედია გამოგადგებათ ამ მცენარეების უარყოფითი მხარეების ცოდნა.დაიცავით თქვენი და თქვენი პატარების უსაფრთხოება.

0
306
12-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ელიშვილი
ლიკა ელიშვილი
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0