რელიგია რა უნდა გააკეთოთ და რა არა დიდ ხუთშაბათს 2017, 12 აპრილი, 13:26
ამ დღეს დიდი ხუთშაბათი ჰქვია და მნიშვნელოვანია ყველა ქრისტიანისთვის. ამბობენ, თუ ამ დღეს სახლში ნაგავს დატოვებთ, მთელი წელი ჩხუბში, სიბინძურეში და უწესრიგობაში იცხოვრებთო. უფრო კონკრეტულად კი, ხუთშაბათს რისი კეთებაა აკრძალული: ხუთშაბათიდან მოყოლებული აღდგომამდე არ შეიძლება არაფრის გატანა სახლიდან, განსაკუთრებით გასესხება. როგორც არ უნდა გეხვეწონ, არ გაასესხოთ არც ფული, არც რაიმე ნივთები - ეს ცუდი ნიშანია. არ მიცეთ ნათესავებს ან მეზობლებს სამზარეულოს ნივთები ან პროდუქტი. ხუთშაბათ ღამეს არ დატოვოთ გასარეცხი სარეცხი ან ჭურჭელი. ამ დღეს, ისევე როგორც სხვა დანარჩენ დღეებში აღდგომამდე არ შეიძლება სიცილ-კისკისი, დღესასწაულის აღნიშვნა, სიმღერა, ცეკვა და მკითხაობა. მაგრამ ამის გაკეთება კი სასურველია: კარგია სახლის დალაგება დავიწყოთ დილიდან. თუ გეჩქარებათ ან სამსახურში გაგვიანდებათ, ის მაინც გააკეთეთ, რომ გარეცხოთ რამდენიმე თეფში ან გაიტანოთ ნაგავი. კარგია თუ დავიბანთ, ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ ამ დღეს დაბანით ორგანიზმიდან გამოდის ყველა ავადმყოფობა. ეს დღე საუკეთესოა იმისთვის, რომ პატარა ბავშვებს პირველად შევჭრათ თმა. ქრისტიანები ადრე ამ დღეს კრეჭდნენ ფარას. თუ გვინდა რომ ფული არ გამოგველიოს, ამ დღეს გადათვალეთ რაც გაქვთ, თანაც სამჯერ. თუ შესაძლებელია, გაისროლეთ თოფიდან, ან გადაანაცვლეთ ავეჯი. ეს საუკეთესო დღეა, რომ ჩამოვირეცხოთ ავი თვალი, საჭიროა გათენებამდე შევიდეთ აბაზანაში და თან წარმოვთქვათ ლოცვა: "ვიბან რაც ჩემსკენაა მომართული, რითაც ჩემი სული და სხეული დამძიმებულია. ყველაფერი დიდ ხუთშაბათს ჩამოიბანება. ამინ". თუ მარტოხელა ქალი ხართ, დიდ ხუთშაბათს, დაბანისას წარმოთქვით ლოცვა: "როგორი ნათელი და მშვენიერიცაა დიდი ხუთშაბათი ასეთივე ვიქნები მეც მხევალი ღვთისა (სახელი) ყველაზე ლამაზი. ამინ".
15206 4-ს მოსწონს |