სხვა FERRARI უარს აცხადებს ავტომობილები ვარდისფრად შეღებოს. რატომ? 2017, 9 აპრილი, 15:11 ბოლო დროს ძალიან ძვირი სუპერკარების ან საუკეთესო ლუქსმანქანების მყიდველებს შეუძლიათ შეუკვეთონ ნებისმიერი ფერის მანქანა. ავტომწარმოებლები თქვენს ნებისმიერ კაპრიზს დააკმაყოფილებენ. გამონაკლისი მხოლოდ FERRARI –ა. კომპანია პრინციპულად არ ღებავს ავტომობილებს ვარდისფრად. დაახლოებით მესამედი FERRARI ის გამოშვებული ავტომობილებისა საფირმო წითელ ფერად არის შეღებილი, დანარჩენი ფერებიდან არის ვერცხლისფერი, თეთრი და შავი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა ფერიც შეუკვეთოთ, გარდა ვარდისფერისა. ეს კომპანიის კანონია. ხელმძღვანელობის აზრით ეს ფერი კომპანიის კორპორაციულ სულს არ შეეფერება. "ეს უბრალოდ არ ჯდება ჩვენს ფილოსოფიაში. არავითარი ვარდისფერი! ეს FERRARI ია და არა სხვა ვინმე. არსებობს მრავალი ფერი რომლებიც ჩვენ არ შეგვესაბამება, მაგრამ ამ ფერებში FERRARI კარგად გამოიყურება, ჩვენ არ ვართ ექსპერიმენტების წინააღმდეგი, მაგრამ ფარდისფერი ეს გამონაკლისია, ვისაც ვარდისფერი უნდა სხვა მწარმოებლებს მიმართოს"– განაცხადა FERRARI–ის რეგიონალურმა მენეჯერმა ჰერბერტ აპლეროსმა. უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში მრავალი ვარდისფერი FERRARI ია, მაგრამ მათ მფლობელები თავად ღებავენ. ასეთი ნაბიჯი პირველი არ არის, ფერარი ადრეც წინააღმდეგი იყო პრინციპისა "ფულის ნაცვლად ყველაფერი". რამდენიმე წლის წინ კომპანიის პრეზიდენტმა სერჯიო მარკიონემ განაცხადა, რომ მიუხედავად დიდი მოთხოვნისა FERRARI მაინც არ გაიზრდიდა წარმოებას. წელიწადში მარანელოში 7 000 მდე მანქანას აწყობენ. მსურველები კი გაცილებით მეტია. ისინი ან რიგს უნდა დაელოდონ ან სხვა ფირმის მანქანა უნდა შეიძინონ. მარკიონემ განაცხადა, რომ არ სურს ლეგენდარული FERRARI "პოპსად" აქციოს, როგორც ეს გააკეთა მაგალითად Lamborghini–მ. ამავე მიზეზით არ უშვებს კომპანია კროსოვერებს. კომპანიის ტოპმენეჯერების აზრით ქროსოვერ Cayenne–ს გამოშვებით კომპანია Porsche–მ ავნო თავის ბრენდს. ამას კი Ferrari–სთვის ისინი არ დაუშვებენ. ჯობია საერთოდ შეწყვიტონ წარმოება. 186 შეფასება არ არის
|