სხვა უნიკალური გერმანული ავტობანები. რატომაა უსაფრთხო მაღალი სიჩქარე? 2017, 4 ივნისი, 18:42 გერმანიის ავტობანები უნიკალური მოვლენაა. მათ შესახებ ყველას სმენია, მაგრამ ძირითადად ის, რომ აქ სიჩქარის შეზღუდვა არ არსებობს. ეს რათქმაუნდა მთლად ასე არ არის, არის აგრეთვე სხვა აღნიშვნის ღირსი ფაქტებიც. ავტობანის ისტორია გერმანიაში სათავეს 1933 წლის 23 სექტემბრიდან იღებს, როცა ადოლფ გიტლერმა სიმბოლურად პირველი ნიჩაბი ჩაასო ფრანკფურტის მიწას და ოფიციალურად გამოაცხადა ნაციონალური საავტომობილო ქსელის მშენებლობის დაწყება. მაგრამ ავტობანების რეალური ისტორია გაცილებით ადრე და სხვა ადგილას დაიწყო. პირველი მაგისტრალის ნაწილის მშენებლობა ჯერ კიდევ 1913 წელს, 1909 წლის პროექტით დაიწყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო 1921 წელს დამთავრდა. ეს დახურული 10 კილომეტრიანი მონაკვეთი ავტორბოლებისა და ავტომობილების გამოცდისათვის გამოიყენებოდა. 1929–1933 წლებში კიოლნის მერის კონრად ადენაუერის ინიციატივით რამდენიმე ჩქაროსნული ტრასა აშენდა: კიოლნი–დუსელდორფი, კიოლნი–ბონი, დაიწყო კიოლნის გარშემო წრიული გზის მშენებლობა. მაშინაც კი ეს გზები საშუალებას იძლეოდნენ საათში 130 კილომეტრი სიჩქარის განვითარებას. 1926 წელს შემუშავდა 70 ტომიანი პროექტი, 22000 კილომეტრიანი ფედერალური ავტობანისა. ომისშემდგომ კრიზისულ გერმანიაში პროექტი უარყოფილი იქნა. ეს პროექტი დაიწუნა სათავეში მოსულმა გიტლერმაც და თავისი იმპერიული გზების მშენებლობის პროექტი წამოაყენა, რომელიც 1926 წლის პროექტს ძალიან ჰგავდა. ავტობანების მშენებლობა ერთდროულად 22 პროვინციაში დაიწყო და უზარმაზარი სამუშაო ადგილები გაჩნდა. თავიდან ტემპი ნელი იყო, პირველი 22 კილომეტრიანი მონაკვეთი მხოლოდ1935 წლის მაისში დამთავრდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე საერთო სიგრძემ 3 300 კილომეტრს მიაღწია. ომის დაწყების შემდეგ მშენებლობაში უკვე სამხედრო ტყვეები და კონცენტრაციული ბანაკების ბინადრები ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას დიდი ყურადღება ექცეოდა ეკოლოგიას და ლანდშაფტის შენარჩუნებას. ყველა ხიდი და გადასასვლელი იმ პროვინციის სტილში კეთდებოდა რომლის ტერიტორიეზეც მიმდინარეობდა მშენებლობა. მთელი გზა მოსახვევებით იყო სავსე, რაც მძღოლს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, ამასთან არ იყო საჭიროება რთული ინჟინერულ კონსტრუქციების გამოყენებისა. მხოლოდ ადამიანური რესურსები გამოიყენებოდა, რომელიც იმდროინდელ გერმანიას განუსაზღვრელი ჰქონდა. ომისშემდგომი მშენებლობა, 1950 წლიდან უკვე სხვა პრინციპებით გაგრძელდა. 2016 წლის მონაცემებით ავტობანების საერთო სიგრძე 12 993 კილომეტრია. 2009 წლიდან მათი რეკონსტრუქცია დაიწყო, გადატვირთული მონაკვეთები გააფართოვეს. დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებას, გზის გასწვრივ 16 000 ტელეფონია განთავსებული საავარიო სამსახურის გამოსაძახებლად. მიუხედავად მობილური ქსელების განვითარებისა ამ ტელეფონებიდან ყოველდღიურად 700 გამოძახება ფიქსირდება. ნახევარზე მეტ ავტობანზე სიჩქარე შეუზღუდავია, დაახლოებით მესამედზე მუდმივი შეზღუდვებია, დანარჩენებზე დროებითი. გერმანელები ვერ ეგუებიან სიჩქარის შეზღუდვას. ყველა საჯარო განხილვისას სიჩქარის შეზღუდვის შემოტანას, ჩვეულებრივი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. სტატისტიკა კი გვამცნობს, რომ ყველაზე უსაფრთხო გზები გერმანიის ჩქაროსნული ავტობანებია. გასწრებისთვის მარცხენა განაპირა ზოლია გამოყოფილი. უსაფრთხო დისტანციად ითვლება თქვენი მანქანის სიჩქარის ნახევარი. უმიზეზო გაჩერება ისჯება ჯარიმით და მართვის მოწმობის ჩამორთმევით 6 თვემდე. ხანგრძლივობას პოლიციელი განსაზღვრავს. საწვავის დალევის გამო გაჩერებაც მძღოლს ბრალდება, რადგან ავტოგასამართი სადგურები ყოველ 30 კილომეტრშია. აკრძალულია მარჯვენა მხრიდან გასწრება, მაშინაც კი თუ წინა მანქანა ძალიან ნელა მიდის. ამ შემთხვევაში პოლიცია ორივე მანქანის მძღოლს აჯარიმებს. გერმანიის ავტობანებზე ხშირად პატრულირებენ პოლიციელები სამოქალაქო მანქანებით და ფარულად აფიქსირებენ დამნაშავეებს. ჯერ კიდევ 1950 წლიდან პოლიციელებს ისეთი სწრაფი ავტომობილები ჰყავთ, რომელთაც ვერცერთი დამრღვევი ვერ გაექცევა. ავტობანები ბევრ სიჩქარის მოყვარულებს იზიდავს მრავალი ქვეყნიდან. გერმანიაში მრავალი სუპერკარების გამქირავებული კომპანიაა. გერმანიის გამოცდილების გადაღებას არავინ ჩქარობს. რატომ? პასუხი მარტივია ამის გაკეთება ყველაზე ეკონომიურად ძლიერ ქვეყნებსაც გაუჭირდებათ, რადგან ამ შემთხვევაში მთელი საგზაო ქსელი იქნება გადასაკეთებელი. 510 შეფასება არ არის
|