სხვა არქეოლოგების სენსაციური აღმოჩენა - ცხოვრობდნენ თუ არა გეები ორი ათასი წლის წინ დედამიწაზე? ( + ფოტოები ) 2017, 8 აპრილი, 17:26 ითვლება თუ არა ის ფაქტი სენსაციად და შეძრა თუ არა მსოფლიო არქეოლოგების მიერ პომპეიში ახლახანს აღმოჩენილმა დასკვნებმა ცნობილი მუმიის
'two maidens' შესახებ, ამაზე სტატიაში მოგითხრობთ.
მეცხრამეტე საუკუნეში არქეოლოგიური გათხრების დროს პომპეიში არქეოლოგებმა ორი ერთმანეთზე ჩახუტებული მუმია აღმოაჩინეს და დღეს კი ირკვევა, რომ ორივე მამაკაცია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი შესაძლებელია საყვარლები იყვნენ. მუმიები ლავით და ნაცრით იყო დაფარული. იმისათვის რომ შექმნან სქესზე დასკვნები, გადაწყდა ჩატარებულიყო მაღალტექნოლოგიური დნმ - ის ანალიზი და სკანირება მათი ზუსტი სქესის დასადგენად.დასკვნაში წერია, რომ ერთ - ერთი საყვარელი 18 წლისაა, ხოლო მეორე კი 20 წლის.
კვლევა ჩატარდა თავის არეში, კბილებზე და ძვლებზე, რამაც მათი ასაკი დააზუსტა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მეორე მუმიის ასაკი შესაძლებელია უფრო მეტიც იყოს - წერს dailymail.
როგორც ობიექტის აღმასრულებელი დირექტორი Massimo Osanna ამბობს, -" პომპეი არასოდეს წყვეტს სამყაროს გაოცებას". მისივე თქმით, სიმართლე არასოდეს დადგინდება, ნამდვილად საყვარლები იყვნენ თუ არა ეს მამაკაცები, მაგრამ მათი განლაგება ვარაუდის დონეზე საკმარისია იმისათვის, რომ არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი მათი სექსუალური ორიენტაციის თაობაზე, ანუ ისინი გეები იყვნენ.უამრავი მოსაზრება და წინადადება არსებობს მათი "ჭეშმარიტი ურთიერთობის" შესახებ, რომელთა დამტკიცება ვერასოდეს გახდება შესაძლებელი.ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი არ იყვნენ ნათესავები, არც მამა - შვილი და არც ძმები. თავდაპირველად ამ ორ მუმიაზე წერდნენ, რომ ისინი ქალები იყვნენ, მაგრამ კვლევამ დაადასტურა მათი მამაკაცობა.ორი ათასი წლის წინ, როცა ქალაქ პომპეის მოსახლეობა შეიმუსრა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თვლიდნენ, რომ ეს იყო ვულკანის ამოფრქვევა. ისტორიულ პომპეიში ნანახმა კედლის მხატვრობამ გამოავლინა უძველესი იტალიელების ბორდელები.კედლის მხატვრობას "ამშვენებს" საუკუნოვანი გამოკვეთილი სექსის ამსახველი სცენები, რომელსაც მდიდრები და პოლიტიკოსები სტუმრობდნენ.მკვლევარები თვლიან ეროტიკული ფერწერა სადაც სავარაუდოდ ასახულია 'Lupanar of Pompeii' სცენები და სხვა აქტები, შესაძლოა რომელიმე მეძავის მიერ იყოს შემოთავაზებული. 901 5-ს მოსწონს
|