x
image
ვიზა კოხაძე
"სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას" ბოიკოტს უცხოელი პოლიტიკოსებიც და მომღერლებიც უცხადებენ

image
imageimageროგორც ბრიტანული და გერმანული პრესა წერს, სოჭის ოლიმპიადას არა მარტო ქართველები უცხადებენ ბოიკოტს, ჩამონათვალი გაიზარდა და მათ რიცხვში გერმანიის პრეზიდენტი იოჰიმ გაუკია, აგრეთვე სკანდალების მოყვარული ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა. დღეს ბრიტანული პრესისთვის მივემულ ინტერვიუში მომღერალმა თავისი პოზიცია დააფიქსირა და თავის გულშემატკივრებსაც იგივე მოუწოდა.

image
გერმანიის პრეზიდენტის გადაწყვეტილება კი გერმანულმა ჟურნალმა "Der Spiegel " - მა გაავრცელა, სადაც ყოველივე გერმანელი ათლეტების უპატივცემულობად აღიქვეს, რაც განხილვის თემად იქცა, მაგრამ მედიის შეფასებით გაუკის გადაწყვეტილება შესაძლოა რუსეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და ოპოზიციის კრიტიკად შეფასდა.როგორც ცნობილია, გერმანიის პრეზიდენტი დღემდე რუსეთში ოფიციალურ ვიზიტად არ ჩასულა და უფრო მეტიც: - 2012 წლის ივნისში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გააუქმა, მიზეზად კი სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა.

image
რაც შეეხება ლედი გაგას, პოპ - ვარსკვლავი ოლიმპიადის წინააღმდეგ სექს უმცირესობების გამო განეწყო.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლიმპიადის ბოიკოტით სპორტსმენების დამსახურებას ჩრდილი არ მიადგება: - " რუსეთში არა თუ მხარს არ უჭერენ გეი საზოგადოებას, მათ სცემენ და მხუთავი აირით ებრძვიან... ალბათ აღარ შემიშვებენ იქ, რადგან ბოლო კონცერტის დროს სცენიდან ვიყვირე - გეი ვარ, დამაპატიმრეთ მეთქი" - განუცხადა მომღერალმა ბრიტანულ პრესას.

0
44
11-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0