სხვა 28 წლის ბოსნიელი პოლიგლოტი ალბათ საქართველოსაც ეწვევა. 2013, 23 მარტი, 4:48 მუჰამედ მესიკი 1985 წელს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ტუზლაში დაიბადა.მას ძალიან შეძლებული ოჯახი აქვს და ეკონომიურმა მდგომარეობამ შეუწყო სწორედ ხელი მუჰამედის დღევანდელ წარმატებულ კარიერას.ის მსოფლიოში აღიარებული პოლიგლოტია, რომელმაც 57 ენა იცის და ჩვენთვის სასიამოვნო ფაქტია, რომ ერთ-ერთი მისი ენების კოლექციიდან ქართულიცაა.გასულ წელს მუჰამედ მესიკს მსოფლიო მოქალაქის სტატუსიც კი მიანიჭეს.აი, რას მოგვითხრობს თავისი წარმატების შესახებ მუჰამედი. ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა პირველად საბერძნეთში მოგზაურობის დროს, ენის არცოდნის გამო თანატოლებთან ურთიერთობა ვერ შეძლო, რამაც დისკომფორტი შეუქმნა და გადაწყვიტა ბერძნული ენა ესწავლა, რასაც ადვილად გაართვა თავი.მორიგი მოგზაურობა, რომელიც ყოველთვის მშობლებთან ერთად ხდებოდა, გერმანიაში იყო და სწორედ მაშინ გადაწყვიტა მუჰამედმა მშობლიურის შემდეგ მესამე ენად გერმანული აერჩია.წარმატებით ისწავლა გერმანულიც და იმდენად გაიტაცა ენების შესწავლამ, დღეს მუჰამედ მესიკმა 57 ენა იცის და მსოფლიო მოქალაქის სტატუსით გვევლინება. როგორც თავად აცხადებს, მას ქართული ენის შესწავლაში ამერიკაში მცხოვრები ქართველი გოგონა დაეხმარა და გადაწყვეტილი აქვს საქართველოშიც იმოგზაუროს."ჩემი შემდეგი გაჩერება ალბად საქართველო იქნება"-ამბობს ის.მუჰამედ მესიკი ამჟამად საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებზე მუშაობს.ბევრს მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო. ცოტა ხნის წინ მუჰამედმა პრესკონფერენცია გამართა სიდნეიში ჟურნალისტებისთვის, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩასულები ჟურნალისტები და ყველა დასმულ შეკითხვას მათ ენაზე პასუხობდა.მუჰამედის თქმით, ენების შესწავლის საიდუმლო იმაშია, რომ აუცილებელი კომუნიკაცია ადამიანთან, რომელიც იმ ენაზე საუბრობს, რომლის შესწავლასაც გადაწყვეტ.--გვიამბობს ჟურნალისტი, რომელმაც ინტერვიუ ჩაიწერა მსოფლიო მოქალაქესთან. იმედი მაქვს მსოფლიო მოქალაქე - მუჰამედ მესიკი აუცილებლად ეწვევა საქართველოს, გაეცნობა ჩვენს ტრადიციებს და დარწმუნებული ვარ საცხოვრებლად ჩვენს ქვეყანას აირჩევს. (ეს ისე ხუმრობით, რა თქმა უნდა.) 525 27-ს მოსწონს 1-ს არა
|