სხვა სოჭის ოლიმპიადისთვის მომზადებული "სამარცხვინო" სასტუმროები ამერიკელი და მსოფლიო მედიისთვის დასაცინი გახდა 2014, 9 თებერვალი, 14:20 ამ ფოტოზე ამერიკელი ბობსლეის სპორტსმენი ჯონი ქუინსია გამოსახული ბედნიერი და კმაყოფილი სახით, რომელსაც მეტად სასაცილო ისტორია გადახდა სოჭის ერთ - ერთი პრესტიჟული სასტუმროს აბაზანაში. სოჭის სასტუმროში, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები თუ ჟურნალისტები არიან დაბინავებულნი, აბაზანაში შესვლა არ უჭირთ, თუმცა უკან გამოსვლისას კი მთელი კარების გამონგრევა უწევთ. გასული ერთი კვირის განმავლობაში უცხოური პრესა აქტიურად აქვეყნებდა სტატიებს იმ დაუსრულებელ სამუშაოებზე სოჭში, სადაც ჯერ კიდევ გასული ზაფხულისთვის იყო სასტუმროებში ნომრები დაჯავშნული. ამერიკელმა, კერძოდ კი ტეხასელმა ბობსლეის მბრბოლელმა ჯონი ქუინსმა საკუთარ თვითერზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენმა შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა: - " მე შხაპის მიღების შემდეგ აბაზანაში ჩავიკეტე.სააბაზანოში ტელეფონი არ მქონდა და შესაბამისად დასახმარებლადაც ვერავინ ვიხმე, ამიტომ იძულებული ვიყავი სააბაზანოს კარები ჩამომემტვრია და ისე გამოვსულიყავი". ამერიკელმა სპორტსმენმა იხუმრა კიდეც, როცა დაწერა, რომ იგი ისეთივე ძალით მიაწვა კარებს, როგორც ბობსლეის ციგას აწვება ხოლმე და სიხარულით სამყაროს უვნებელი დაუბრუნდა. სპორტსმენის ციგა კი 6 ფუნტს იწონის, რომელიც ფოტოზეა გამოსახული. 1056 16-ს მოსწონს
|