სხვა "მილიონერი მომავლიდან", თუ თაღლითი? 24 იანვარი, 15:14 2002 წლის დეკემბერში, FBI-ის აგენტებმა ნიუ-იორკში, თაღლითობაში ეჭვმიტანილი, 44 წლის მამაკაცი დააკავეს. ეჭვის მიზეზი კი ის იყო, რომ ის ბირჟაზე თამაშობდა და ამასთან, შიდა ინფორმაციით სარგებლობდა, ანუ შესული იყო დანაშაულებრივი გარიგებაში, აქციებით მოვაჭრე კომპანიების მენეჯერებთან, რომლებიც მას კომერციულ ინფორმაციას აწვდიდნენ. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ, მას დიდი ფინანსური მოგება ჰქონდა. ეჭვმიტანილის «საწყისი კაპიტალი», სულ რაღაც, 800 დოლარი იყო... და მან 2 კვირაში, 126 გარიგებით, 350 მილიონი გამოიმუშავა. სწორედ ამან გამოიწვია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის კომისიის (SEC) ეჭვი. აღმოჩნდა, რომ პიროვნება, ამ სახელით და გვარით, 2002 წლამდე, არსად იყო დაფიქსირებული. გარდა ამისა, როგორც ფინანსისტები ამბობდნენ, კომპანიების შიდა ინფორმაციის ფლობის შემთხვევაშიც კი, ამხელა თანხის გამომუშავება, ასეთ მცირე დროში, ნამდვილად არარეალური იყო. სხვა სიახლეები:* ვარსკვლავებისკენ მიმავალი გზა, ახლა ბოსელზე გადის* "სამი დღე მარსზე" – რა თქვა ასტრონავტმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე?* 10 ისტორიული ფოტო, რომელიც დღეს ძალიან უცნაურად გამოიყურება* ინგლისური სახალისო ისტორიები192 2-ს მოსწონს
|