x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბრიტანელმა მეცნიერებმა პირველად მსოფლიოში გრაფენისგან ზღვის წყლის გამტკნარების ფილტრი დაამზადეს
imageგრაფენის მემბრანებს სასწაულის მოხდენა შეუძლიათ.




ბრიტანელმა მეცნიერებმა პირველად მსოფლიოში დაამზადეს ფილტრი, რომელიც ზღვის წყალს გაამტკნარებს.სპეციალური გრაფიტის "მესერი", რომელიც წყლის მოლეკულებს გაატარებს, მაგრამ დაბლოკავს ნატრიუმის იონს, ქლორს და სხვა კომპონენტებს.



ეს გამოგონება იმ მილიონობით ადამიანს გაუწევს შეღავათს მთელს მსოფლიოში, რომლებსაც შეზღუდული აქვთ სუფთა სასმელი წყლის მოხმარება.

ამჯამად ახალი ფილტრი გამოცდებს გადის.-მას ადარებენ უკვე არსებულ მემბრანებს, რომლების წყლის გამტკნარებისთვის გამოიყენება.

image

ბოლო დრომდე გრაფენის "საცერის" დამზადება სამრეწველო დონეზე ძალზე გართულებული იყო.


გრაფენის მიღება არც ისე დიდი ხნის წინ მოხერხდა. მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ანდრეი გეიმმა და კონსტანტინე ნოვოსელოვმა გრაფენის აღმოჩენისთვის 2010 წელს მიიღეს ნობელის პრემია ფიზიკის დარგში.


გრაფენი ნახშირბადის ორგანზომილიანი ალოტროპიულ მოდიფიკაციას წარმოადგენს, რომელიც წარმოიქმნება ერთი ატომის სისქის ფენით, ნაერთი sp² კავშირის მეშვეობით, ჰექსაგონალური ორგანზომილებიანი კრისტალური მესერით.

აქამდე გართულებული იყო ერთშრიანი გრაფენის მიღება, როგორც ტექნიკურად, ასევე ფინანსურადაც.


მაგრამ როგორც დოქტორი რახულა ნარი აცხადებს მანჩესტერის უნივერსიტეტიდან გრაფენის ოქსიდი სრულიად მარტივად შეიძლება ვაწარმოოთ დაჟანგვით ლაბორატორიაში, შემდეგ კი გავატაროთ ფოროვან მასალაში და შედეგად მიღებული გამოვიყენოთ როგორც ფილტრი.ფილტრი კი უნდა "დავცხრილოთ" უწვრილესი ნახვრეტებით.

"თუ ნასვრეტის დიამეტრი ერთ ნანომეტრზე დიდი იქნება, შესაძლოა მასში ზღვის მარილები გაძვრეს, ამიტომ ყოველი ნასვრეტი თანაბარი უნდა იყოს და ამასთანავე ერთ ნანომეტრზე ნაკლები, ეს კი საკმაოდ რთული ამოცანაა"-განმარტა რახულ ნარმა.


image

0
152
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0