ტექნიკური უჩვეულო ქორწინება - რას წინასწარმეტყველებენ მეცნიერები 2017, 4 აპრილი, 14:45
ქორწილს ჩჟენის მშობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ აღნიშნეს, რომ ვაჟმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ სხვა საცოლე ვერ იპოვა. ჩჟენი ჰუავეის ყოფილი თანამშრომელია, ახლა ჩჟეციანში ცხოვრობს და იქ მუშაობს. ქორწინება უცნაურად მოგეჩვენებათ, თუმცა ექსპერტები ამას უკვე რამდენიმე წელია წინასწარმეტყველებენ. ერთ-ერთი მათგანი აცხადებს, რომ უახლოეს 35 წელიწადში ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ზოგს შეიძლება ეს სასაცილოდაც მოეჩვენოსო, ამტკიცებენ მეცნიერები, თუმცა დასძენენ, რომ თოჯინები ბევრად უფრო უკეთესები იქნებიან ვიდრე ნამდვილი ადამიანები. ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის უკვე ოფიციალურად დაკანონდება ასეთი ქორწინებები. მალე მამაკაცების დიდი ნაწილი შეიძენს ასეთ თოჯინებს, ხოლო ვინც მათ შექმნაზე მუშაობს, ის უფრო დაკვირვებული იქნება, რადგან თოჯინა სულ სახლში ეყოლება, საძინებელშიც და ეცდება უფრო და უფრო დახვეწოს და გააუმჯობესოს.
774 6-ს მოსწონს
|