x
image
t.x.
ქალი მობილურით-80 წლის წინ. საიდუმლო You Tubu-ს მომხმარებელმა ამოხსნა

image1930-იანი წლების კინოფირის მთავარი საიდუმლოა გოგონა, რომელსაც ხელში უჭირავს მოწყობილობა, რომელიც ძალიან წააგავს ფიჭურ ტელეფონს. გოგონა ტელეფონზე ლაპარაკობს. ამ ფირს დაარქვეს "დროში მოგზაურობა" და ატვირთეს ინტერნეტში. კადრი გადაღებულია 1938 წელს ამერიკის ერთ-ერთ გიგანტურ ქარხანაში. გოგონა ჩაცმულია 1930-იანი წლების მოდაზე, მაგრამ გაოცებას იწვევს მის ხელში მობილური აპარატი. კადრში ის ჯერ ლაპარაკობს, შემდეგ, როცა კამერას უახლოვდება, ხელს ძირს სწევს. ვიდეოს 30 000 მნახველი ჰყავდა და ერთ-ერთმა ამ გოგონაში ამოიცნო თავისი დიდი ბებია, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. ეს გოგონა, გერტრუდა ჯონსი მაშინ 17 წლის იყო.image

შვილთაშვილი ყვება, რომ მან ანახა ბებიას ეს ფირი და ჰკითხა მის თაობაზე. ბებიის სიტყვებით, Dupont-ის ქარხანა მაშინდელ დროს მუშაობდა სატელეფონო კავშირის განვითარებაზე. ისინი უკაბელო ტელეფონს სცდიდნენ. გერტრუდას და სხვა ხუთ ქალს მისცეს ტელეფონი და მთელი კვირის მანძილზე ატარებდნენ ექსპერიმენტს. ამ ფოტოებზე გერტრუდა ელაპარაკება ერთ-ერთ მეცნიერს, რომელიც მის მარჯვნივ მიდის.

შეგახსენებთ, რომ პირველი ისეთი ვიდეოფირი, სადაც აღბეჭდილია მობილური ტელეფონის მსგავსი მოწყობილობა, გადაღებულია 1973 წელს. რამდენიმე წლის წინაც გამოჩნდა 1928 წლის ფირი, სადაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული ქალი მობილურზე საუბრობს, მაგრამ აქ ქალის ამოცნობა შეუძლებელია. მას სახეს ვუალი უფარავს. ამ ფირზე აღნიშნული ინფორმაცია უცნობია.image

4
5558
25-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
5558
  
2013, 16 აპრილი, 15:26
ძალიან საინტერესოა
2013, 10 აპრილი, 7:28
შეკვეთა კომპანია Leominster-მა გააკეთა,სპეციალურად ქარხნისთვის,ასე რომ ,გამოდის მობილურის პიონერები ყოფილან,იმ განსხვავებით რომ შიდა ლოკალური მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი
2013, 10 აპრილი, 2:51
საინტერესოააა....
2013, 10 აპრილი, 0:12
აი აი აი აი ძალიან მომეწონა.
0 1 4