x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოთახის მცენარეების ყველაზე გავრცელებული დაავადებები და მკურნალობის გზები
image


ოთახის მცენარეები სხვადასხვა სახის ავადმყოფობით შეიძლება დაავადდნენ, რომლებოც ყოველთვის არახელსაყრელი გარემო პირობების და არასწორი მოვლის შედეგია. ეს შეიძლება იყოს: ჭარბი ტენი ან მშრალი ჰაერი, ჰაერის ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, სასუქის ნაკლებობა ან სიჭარბე, სუბსტრატის შეუსაბამობა (მაგ., თუ ყვავილოვან მცენარეს, ფოთლოვანი მცენარისთვის განკუთვნილ გრუნტში ჩარგავთ), არასათანადო ზომის ქოთანი (მაგ., იებს დიდი ქოთნები არ უყვართ) და ა. შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დაავადებების უმრავლესობა, მცენარიდან მცენარეზე არ გადადის.

მცენარის დაავადების კიდევ ერთი მიზეზი, შეიძლება, მისი გარემო პირობების მკვეთრი ცვლილება იყოს. მაგ., სათბურში გაზრდილ ყვავილს ოთახის პირობებში ადაპტიტება უჭირს. ასეთი მცენარის შეძენის შემთხვევაში, ის თავდაპირველად ნაკლებად განათებულ ადგილზე უნდა მოათავსოთ და მზის სინათლეს ნელ-ნელა შეაჩვიოთ.
ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ მცენარე, აუცილებლად, ოთახის ტემპერატურის წყლით უნდა მორწყათ და მხოლოდ რბილი (წვიმის ან ყინულის მდნარი) და დალექილი წყლით.


გავრცელებული დაავადებების ნუსხა:


სოკო, რომელიც ლაქებს აჩენს ფოთლებზე


image


როგორც წესი, ამ დაავადების მიზეზი მცენარის არასწორი მოვლა არის. ყველაზე ხშირად ის კამელიას, ანტურიუმს, ორქიდეას და პალმისებრთა ოჯახის ცალკეულ წარმომადგენლებს ემართებათ.

დაავადებულ ფოთოლზე, პირველ ეტაპზე, ლაქა არც თუ ისე დიდია. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ, ის თანდათანობით გაიზრდება, ფოთოლი გახმება და შეიძლება სხვა ნაწილებზეც გადავიდეს.


მცენარის განკურნება კი ასე შეიძლება: უნდა შეწყვიტოთ მცენარის ფოთლებზე წყლის მისხურება, ხოლო დაზიანებული ფოთლები მოაცილოთ.

image


image

ანტრაკნოზი


image


ეს ძალიან გავრცელებიული დაავადება არის, რომელიც თბილ და ტენიან პირობებში ვითარდება. ასეთი პირობები უცხო არ არის სათბურებისთვიდ და მცენარის შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ მის ფოთლებს.

დაავადება შემდეგი სიმპტომებით ვლინდება: მცენარეს ფოთლებზე მუქი ყავისფერი ლაქები უჩნდება. აქვე უნდა აღვნიშნოს, რომ ამ დაავადების არსებობის შემთხვევაში, პალმისებრთა ოჯახის წარმომადგენლებს და ფიკუსებს, ლაქების ნაცვლად, ზოლები უჩნდებათ.

ასეთი მცენარის დამუშავება სისტემური* ფუნგიციდებით (ლათ. fungus — სოკო და caedo — ვკლავ) უნდა მოხდეს, რომ სოკოს გამრავლება შეწყდეს. გარდა ამისა, მცენარეს უნდა მოაცილოთ დაზიანებული ფოთლები და რამოდენიმე კვირა არ უნდა მორწყათ.

imageსისტემური* – ისეთი ხსნარი რომელიც მცენარის შიგნით აღწევს და მის სისტემაში გადაადგილდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუნგიციდების როგორც ქიმიური, ისე ბიოლოგიური სახეობები არსებობს და ბიოლოგიური ბევრად უფრო უსაფრთხო და ეფექტურია.

image

image

ნამდვილი ფქვილისებური ნამი


image


ამ სახის დაავადება მშრალი და თბილი ჰაერეის პირობებში ვითარდება. ამასთან, განსხვავებული სახეობის მცენარეებშე, შეიძლება განსხვავებული სოკოს სახეობების ნახვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოკო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ბეგონიაზე, ვარდს არასდროს გაუჩნდება. უკვე დასახელებული მცენარეების გარდა, ფქვილისებური ნამი შეიძლება ისეთ მცენარეებსაც გაუჩნდეს, როგორებიც არის: ჰორტენზია, კროტონი, კალანხოე, ციკლომენი, ქრიზანთემა და ია.
ამ დაავადების გაჩენის დამახასიათებელი სიმპტომი თეთრი ნადების გაჩენა არის, რომელიც ადვილად იწმინდება. ნადები შეიძლება ფოთლებზე, კვირტებზე, ყლორტებზე და ყვავილებზეც კი გაჩნდეს. ამის შემდეგ, ის ადგილი სადაც ეს ნადები ჩნდება, შავდება და ხმება. სოკო შეიძლება სხვა მცენარესაც გადაედოს, თუ რა თქმა უნდა, ის დაავადებული მცენარის სახეობას მიეკუთვნება.


მსგავსი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, მცენარე იზოლირებულ ადგილზე უნდა გადაიტანოთ, დაზიანებული ნაწილები მოაცილოთ და უკვე ამის შემდეგ, შესაბამისი პრეპარატებით დაამუშაოთ.

image

image

ყალბი ფქვილისებური ნამი


image


ეს დაავადება კი ნესტიან, მაგრამ ცივ გარემოში ჩნდება და შეუძლია გარკვეული სახეობის მცენარეები დააზიანოს. მაგ., როგორიც არის: ფურისულა, კალცეოლარია და გლოკსენია.

დაავადების სიმპტომი, ფოთლის ქვევიდან ნადების გაჩენაა, რომელიც არ იწმინდება. დაავადების თავიდან ასაცილებლად, ჭარბ ნესტს უნდა მოარიდოთ მცენარე (როგორც გრუნტი, ისე ჰაერი). მაგრამ, თუ ის უკვე დაავადებულია, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, პრეპარატებით დამუშავებით უკვე ვეღარ უშველით, რადგან სოკო ფოთლის შიდა ქსოვილებში ცხოვრობს.

image

image

შავი ფეხი


image


ეს დაავადება ბევრი მცენარის ახლად დაფესვიანებულ კალმებს ახასიათებს, მაგრამ ყველაზე მეტად, პელარგონიუმისთვის არის დამახასიათებელი. დაავადება მაღალი ტენიანობის ან გასქელებული, წყალგაუმტარი გრუნტის გამო ჩნდება.


დაავადების სიმპტომი, მცენარეს ძირის სიშავე არის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის Botrytis სოკოთი არის დაავადებული.
დაავადებული მცენარე უნდა გადააგდოთ და ახალი დარგათ. ახალ ნერგს ნაკლები წყალი დაასხით და ქილა არ დააფაროთ.

image

image

ნაცრისფერი ლპობა


image


ნაცრისფერი ლპობის სოკო მაღალტენიანი და თბილი ჰაერის პირობებში ჩნდება. ამ დაავადებით ყველაზე მეტად ის მცენარე ზარალდება, რომელსაც თხელი და რბილი ფოთლები აქვს.
დაავადების აღმოჩენა ფოთლებზე და ღეროებზე ნაცრისფერი ობის გაჩენით შეიძლება. უნდა აღინიშნოს, რომ ობს, ჰაერის ძლიერი ნაკადების არსებობის პირობებში, ჰაერში გადაადგილება და სხვა ადგილებზე გადასვლა შეუძლია. შედეგად, შეიძლება, ობი მთელს მცენარეს მოედოს და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს.


დაავადებასთან ბრძოლის მეთოდი კი ასეთია: ფრთხილად უნდა მოაცილოთ დაზიანებული ადგილები, რომ ობს გავრცელების საშუალება არ მიეცეს. ამის შემდეგ, მცენარს გარკვეული პერიოდის მანძილზე, წყალი აღარ მიასხუროთ და მორწყვის სიხშირეც შეამცირეთ, ხოლო ოთახი ხშირად გაანიავეთ.

image

image

ჟანგი


image


ეს დაავადება ისეთ მცენარეებს უჩნდებათ, როგორებიც არის ვარდი, ფუქსია, პელარგონია და ა. შ.
ჟანგის სიმპტომები ფოთლებზე ყავისფერი ან ნარინჯისფერი პუსტულების სახით ვლინდება. ამ ნადების გადაფხეკა ფრჩხილითაც ადვილად შეიძლება და იმ ადგილზე ღია ფერის ლაქები ჩნდება.


მცენარის ჟანგით დაავადების შემთხვევაში, ჯერ დაზიანებული ადგილები მოაცილეთ და მცენარე ფუნგიციდებით დაამუშაოთ.

image

image

ღეროს ლპობა


image
ამ დაავადების გამომწვევი სოკო ძალიან სწრაფად მრავლდება და მცენარეს გადარჩენის შანსს არ უტოვებს. მსგავს შემთხვევაში, მცენარე ქოთნიანად უნდა გადააგდოთ.
დაავადების პროგნოზირება დარბილებული ღეროებით შეიძლება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მცენარეს მხოლოდ დარბილებულ ნაწილებში კი არა აქვს პრობლემა – ის მთლიანად არის დაავადებული.
ბრძოლას ამ ავადმყოფობასთან აზრი არა აქვს, თუნდაც მისი აღმოჩენა საწყის სტადიაზე მოხდეს.


პროფილაქტიკური ღონისძიბა მცენარისთვის ნორმალური პირობების შექმნას გულისხმობს. ამასთან, მისი ძირის «დატბორვას» უნდა ერიდოთ, უნდა დაიცვათ მცენარისთვის შესაფერისი ტემპერატურის რეჟიმი და რეგულარულად გაანიაოთ ოთახი.

image

image

ნერგის დაცემა


image
დაავადებას სოკო იწვევს, რომელიც ნარგავების ან ნათესების ღეროს ძირებს და ფესვებს აზიანებს.
მისი სიმპტომები ღეროს ძირის სტრუქტურული ცვლილება არის. რაც შემდეგში, ლპობას და მცენარის დაცემას იწვევს.


დაავადების თავიდან აცილება, მცენარეების დარგვა-დათესვის ოქროს წესების დაცვით შეიძლება: გრუნტი, რომელიც მცენარისთვის არის მომზადებული, სტერილური უნდა იყოს, კარგად უნდა ატარებდეს წყალს და მორწყვა ოპტიმალურ ვადებში უნდა ხორციელდებოდეს და ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს. თუ გარკვეულ ფართობზე რამდენიმე ძირი მცენარე არის დარგული ან ამოსული და თუნდაც ერთ მცენარეს აღმოაჩნდა ზემოთ აღწერილი სიმპტომები, დანარჩენი მცენარეები სხვა გრუნტში გადაიტანეთ და უფრო გრილ ადგილზე მოათავსეთ.

image

image

ლაქებიანი ფოთოლი


image
ამ დაავადების გაჩენის მიზეზი, შეიძლება, როგორც სოკო, ისე ბაქტერიები იყოს.
აღნიშნული დაავადება დიფენბახიების, ციტრუსების, დრაცენას და სხვა მცენარეებისთვის არის დამახასიათებელი, რომლებსაც დასველების შემთხვევაში, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები უჩნდებათ. ასეთ შემთხვევაში, თუ რეაგირება სწრაფად არ მოხდება, პატარა ლაქები გაიზრდება და ერთ დიდ ლაქად გადაიქცევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ფოთოლი მთლიანად დაზიანდება.


რაც შეეხება ბრძოლის მეთოდებს, მცენარის დამუშავება ფუნგიციდებით უნდა მოხდეს და აღარ უნდა მორწყათ რამდენიმე კვირის მანძილზე.

image

image

წყალმანკი


image
ეს დაავადება ჭარბტენიანი ნიადაგის და დაბალი განათების პირობებში ვითრდება.
სიმპტომი ფოთლის უკანა მხარეს კორპისებური წანაზარდების გაჩენა არის.

მცენარეს, დაავადების გაჩენის შემთხვევაში, დაზიანებული ფოთლები უნდა მოაშოროთ, რადგან მათი აღდგენა აღარ მოხდება და ის უფრო განათებულ ადგილზე უნდა გადაიტანოთ. ამასთან, მორწყვის სიხშირეც უნდა შეამციროთ. უახლოეს მომავალში, დაავადებული ფოთლების ადგილზე, ახალი ჯანმრთელი ფოთლები გაეზრდება.

image

image


ფესვის ლპობა


image
დაავადება ყველაზე ხშირად კაქტუსებს და სუკულენტებს (მცენარეები, რომლებიც წყალს ფოთლებში აგროვებენ), პალმებს, ბეგონიებს და სენპოლიებს (იგივე უზამბარული ია) ემართებათ.
სიმპტომები ფოთლების და ღეროების გაყვითლება არის, ხოლო შემდეგ მცენარე ჭკნობას იწყებს. დაავადების გაჩენის მიზეზი, ფესვთა სისტემაში სოკოს გაჩენა არის. რაც თავის მხრივ, გრუნტში ჭარბი ტენის არსებობით არის გამოწვეული.

ფესვის ლპობასთან ბრძოლა, მცენარის დაავადების მხოლოდ ადრეულ სტადიაზე შეიძლება და მხოლოდ ქირურგიული გზებით, რაც მცენარის ქოთნიდან ამოღებას, ფესვების გარეცხვას და დაზიანებული ნაწილების მოჭრას გულისხმობს. ამის შემდეგ, ის ახალ ქოთანში, ახალ გრუნტში უნდა გადაიტანოთ. მცენარე კარგად განათებულ ადგილზე უნდა დადგათ, მაგრამ მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ. მისი მორწყვა შეიძლება, მაგრამ მცირე დოზებით, რომ ზედმეტად არ დატენიანდეს. როდესაც ახალი ყლორტები გამოუვა, მისი სახეობისთვის შესაფერის მორწყვის რეჟიმზე გადაიყვანეთ.

image

image

ჭვარტლის ობი


image
შავი სოკო იმ ადგილებზე ჩნდება, სადაც ბუგრი, ფრთათეთრა ან მცენარის რწყილი მოტკბო გამონაყოფს ტოვებს.
დაავადების სიმპტომი შავი ფერის ნადები არის, რომელიც მზის სხივებს არ ატარებს და მცენარის დათრგუნვას იწვევს. ფოთოლი ამ დროს არ ზიანდება.

შავი ნადების მოცილება რბილი სველი ქსოვილით უნდა მოხდეს. ხოლო შემდეგ, თბილი წლით უნდა გაირეცხოს მცენარე.

მომავალში მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს, მცენარეებს დროულად უნდა მოაცილოთ მავნებლები.

image

image

ვირუსული დაავადებები


imageვირუსებით მცენარის ინფიცირება, როგორც წესი, სათბურებში ხდება, გადარგვის დროს და უკვე ამის შემდეგ, ის სავაჭრო ქსელში ხვდება.
დაავადება სხვადასხვა სახის სიმპტომი შეიძლება გამოვლინდეს. მაგრამ, ძირითადად, ინფექციები მცენარის ზრდა-განვითარებას ანელებენ ან მცენარე არასწორედ იწყებს განვითარებას. მას ღეროები უმრუდდება და სიმაღლეში ვეღარ იზრდება. გარდა ამისა, ფოთლებზე და ღეროებზე შეიძლება სხვადასხვა შეფერილობის წერტილები და ხაზები გაუჩნდეს.


სამწუხაროდ, ვირუსებთან ბრძოლის მეთოდები არ არსებობს, რადგან რთულია დაავადების მიზეზის დადგენა. შეგიძლიათ მცენარის გადარჩენა სცადოთ (გრუნტის გამოცვლა, პრეპარატებით დამუშავება), მაგრამ გახსოვდეთ, ყველაფერი, რასაც მასთან ურთიერთობისას გამოიყენებთ, ერთჯერადი უნდა იყოს.

imageimage

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageოთახის მცენარეების მწერებთან ბრძოლის და პროფილაქტიკის მეთოდები (და არანაირი ქიმია)

რატომ უნდა ჩავარჭოთ ასანთის ღერები ქოთანში

ნაყენი, რომელიც ყველაზე დასუსტებულ მცენარესაც კი სიცოცხლეს დაუბრუნებს

ია – პასუხები მცენარესთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის

0
2043
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2043
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0