მოგზაურობა საფრთხის შემცველი ტურისტული მარშრუტები 2017, 10 აგვისტო, 10:02 ისეც ხდება, რომ ერთი შეხედვით, პლანეტის სრულიად უსაფრთხო ადგილებში, შესაძლებელია, ადამიანი სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდეს და ამ სტატიაში სწორედ ამ ადგილების შესახებ მოგითხრობთ. დიდი კანიონი, აშშ ალბათ, აშშ-ს ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირშესანიშნაობა, რომელიც თავისი ზომებით და წარმოუდგენელი პეიზაჟებთ იქცევს უამრავი ადამიანის ყურადღებას, სწორედ ეს კანიონი არის. ამ კანიონის შემხედვარე, იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, რომ იქ ჩასული ტურისტისთვის არანაირი საშიშროება არ არსებობს. მაგრამ, რეალობა სულ სხვა რამეზე მეტყველებს: ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 000-მდე ზარი შედის გრანდ-კანიონის დახმარების სამსახურში. უამრავი ადამიანი სწორედ მაშინ იღუპება, როდესაც იმის დანახვას ცდილობს, თუ სად მთავრდება ციცაბო კლდე. კლდის ნაპირზე დგომას ყველა ვერ ახერხებს და... არსებობს სხვა საფრთხეებიც: ვიწრო და მოლიპული ბილიკები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება და ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლებთან (გველები, აგრესიული ირემი, შეწყვილების პერიოდში) შეხვედრა. მოჰერის ფრიალო (კლდე), ირლანდია კლდიდან გადავარდნის საფრთხე ირლანდიაშიც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყველაფერი ოკეანეში ბანაობით მთავრდება, თუ რა თქმა უნდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლმა ცურვა იცის. მაჩუ-პიქჩუ, პერუ პერუს ჯუნგლებში ჩაკარგული ინკების სამყარო – მაჩუ-პიქჩუ, სამხ. ამერიკის კონტინენტის, ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა. წლის მანძილზე, ასობით ათასი ტურისტი ჩადის და მათ წარმოდგენა არ აქვთ საფრთხეების შესახებ, რომელიც იქ ელით. სალარ-დე-უიუნი (მარილიანი ტბა), ბოლივია ბევრი თვლის, რომ უიუნის მარილიანი ტბა ყველაზე უჩვეულო ადგილი არის ჩვენს პლანეტაზე. ამის მიზეზი მისი სურეალისტური პეიზაჟებია: აბსოლუტურად სწორი და თეთრი ზედაპირი, რომელიც ვულკანური ბორცვებით არის შემოფარგლული. წვიმების სეზონზე, ეს ადგილი უზარმაზარ სარკედ გარდაიქმნება და მაშინ... ცა და დედამიწა ერთმანეთს ერწყმის. ტრიფტის ხიდი, შვეიცარია მთის ციცაბო დაღმართი და სახელგანთქმული ალპური პეიზაჟი, უკვე საკმარისი მიზეზია შვეიცარიაში გასამგზავრებლად. მაგრამ, ამ რეგიონის უნიკალურობის მიღმა, შესაძლებელია, დიდი საფრთხე იმალებოდეს. Kjeragbolten (კერაგბოლტენი) «ქვა-ბარდა», ნორვეგია მოგზაურობისას, განსაკუთრებული კადრის გადაღების და ოჯახის წევრების და ნაცნობ-მეგობრების გაოცების სურვილს, იქამდე მიჰყავს ადამიანი, სადაც საღ გონებაზე მყოფთაგან მისვლას, ყველა ვერ გაბედავს. გულუხვი ნორვეგიული ბუნება თავად ქმნის ყველა პირობას უნიკალური კადრების გადასაღებად. ასეთია, მაგ., ორ კლდეს შორის, 1 კმ. სიმაღლეზე, გაჭედილი უზარმაზარი ქვა, რომელთანაც მისვლა რთული არ არის, მაგრამ... ვანგ ვენგი, ლაოსი ქალაქი ვანგ ვენგი ცნობილია როგორც ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრის ადგილი. ახალგაზრდებისთვის ამ ადგილის მიმზიდველობის მიზეზი ის არის, რომ ქალაქი მდინარეზე, ჯუნგლებში მდებარეობს და იქ «ტუბინგი» (მდინარეზე დაშვება დიდი ზომის კამერებით) ყველაზე მეტად განვითარებული სპორტის სახეობა და გასართობია. გარდა ამისა, იქ «ეკზოტიკური» ნარკოტიკები ისე იყიდება, როგორც ჩვენთან მზესუმზირა.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * ფრთხილად, სახიფათოა!!! ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც დასვენებას ზღვაზე აპირებს * დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში * ცნობილი ღირშესანიშნაობები ტურისტული სააგენტოების სარეკლამო ფოტოებზე და რეალურად * ჩვენი პლანეტის 30 საოცარი ადგილი * მსოფლიოს ულამაზესი ადგილები, რომელთა არსებობა ძნელი დასაჯერებელია 284 7-ს მოსწონს
|