x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დანაკილის უდაბნო ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში

image

image

ეთიოპიას, აფრიკის ყველაზე მაღალმთიან ქვეყანას, ყოველწლიურად, ათასობით ტურისტი სტუმრობს. ამის მიზეზი – მათი სურვილია, ჩვენი პლანეტის ყველაზე საშინელი ადგილი – დანაკილის უდაბნო მოინახულონ. ექსტრემალური მოგზაურობის მოყვარულები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ჩადიან ეთიოპიაში, რომ ფანტასტიკური პეიზაჟებით დატკბნენ, რომლებიც ძალიან ჰგავს საშინელებათა ფილმების დეკორაციებს. საშიში ვულკანების, ტოქსიკური გაზის ღრუბლების და გოგირდიანი ტბების ერთობლიობამ, ეს ადგილი ცხოვრებისთვის შეუფერებლად აქცია. მცხუნვარე მზის მოქმედების შედეგად, მჟავის ტბები საშინელ, მყრალი სუნის მქონე გაზებს გამოყოფენ, ძალიან სახიფათოს და შხამიანს. უდაბნოს ლანდშაფტი, უჩვეულოდ ლამაზი ფერებით გამოირჩევა და პეიზაჟებს არარეალურ, ხელოვნური ქმნილების ელფერს ანიჭებს.

image

image

image

პირველი ტურისტები ამ რეგიონში 1928 წელს გამოჩნდნენ და მას შემდეგ, ეს «არომატული» და კაშკაშა უდაბნო, ტურისტების საყვარელ ადგილად იქცა.

image

image

image

უდაბნოს გაჩენას ლეგენდას უკავშირებენ, რომლის მიხედვით, ბოროტ ჯადოქარს თავში მოუვიდა აზრი, რომ სიცოცხლით სავსე ადგილი, გაუვალ უდაბნოდ გადაექცია. ჯადოქარმა ქაოსის მოსაწყობად, 4 სტიქიის დემონი გამოიძახა, რომლებმაც მოკლეს ის და დაიწყეს ბრძოლა ბატონობისთვის, რომელიც დღემდე გრძელდება.

და მაინც, რა არის ღირშესანიშნავი დანაკილის უდაბნოში? რა თქმა უნდა, მხოლოდ ჭრელი რელიეფის სანახავად და შხამიანი ჰაერის ჩასასუნთქად არ მიდიან იქ ადამიანები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ტურისტებისთვის მიმზიდველი ობიექტი, ტბა ერტა ალე არის – მუდმივად მოთუხთუხე ლავით, რომელიც არასდროს ცივდება. მისი ყურების დროს, ისეთი შეგრძნება იქმნება, რომ სულ მალე ვულკანი გააქტიურდება და წითელი, ბლანტი სითხე მიწაზე გადმოიღვრება და ირგვლივ ყველას და ყველაფერს წალეკავს. ეს იმ ტურისტების საყვარელი ადგილია, ვისაც ადრენალინის წყურვილი აწუხებს — ხელაღებული ექსტრემალები, ამ სანახაობის გამო, მზად არიან, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდონ.

image

image

image

ტბა ერტა ალე

image

image

ტბასთან ახლოს ვულკანი დალოლი მდებარეობს, რომელიც ეთიოპიის ყველაზე დაბალ წერტილად ითვლება. ვულკანის ბორცვოვანი ზედაპირი, იმის გამო, რომ მისი სიღრმიდან გამუდმებით შხამიანი გაზები და გოგირდი ამოდის, კაშკაშა ყვითელი და მწვანე ფერების სხვადასხვა ტონალობით არის აჭრელებული და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველებზე.

image

image

2
667
13-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
667
  
2016, 3 მარტი, 10:55
მადლობა
2016, 3 მარტი, 10:46
ესეც გავაზიარე 100%
0 1 2