მიმოხილვა დამზადებულია საბჭოთა კავშირში:უცხოელი ვარსკვლავები და საბჭოთა ავტოტექნიკა 2017, 2 აპრილი, 12:47 გასული თვის პირველ ნახევარში ჰოლივუდის მსახიობმა "ინსტაგრამზე" რუსულ УАЗ-452 -თან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ხალხში "ბუხანკა"-ს და "ტაბლეტის" მეტსახელით არის ცნობილი, თუმცა ბოლომდე უცნობი დარჩა ჰენკსმა ეს ავტომობილი მართლა შეიძინა თუ უბრალოდ იქირავა.
მოდით ვნახოთ კიდევ რომელ უცხოელ ვარსკვლავს აქვს შეხება საბჭოთა ავტოწარმოებასთან.
1)ბრედ პიტი-მსახიობის გარაჟში საბჭოთა სამთვლიანი მოტოციკლი "ურალ ტურისტი" რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, ჰოლივუდის ვარსკვლავი ამ მოტოციკლით ბავშვებს ასეირნებდა კალიფორნიის გზებზე. მოტოციკლ "ურალის" წარმოება მოდელი М-62-ით 1961 წლიდან დაიწყო ირბიტის ქარხანამ. ხოლო მოდიფიკაცია "ტურისტი"1991 წლიდან მზადდება, რომლის მფლობელიც არის მსახიობი.აღსანიშნავია, რომ მოტოციკლის მხოლოდ 5% იყიდება შიდა ბაზარზე, დანარჩენი მთლიანად ექსპორტზე გადის.მისი ფასი ამერიკის ბაზარზე საკმაოდ სოლიდურია:17999$ გამოცემა Bloomberg -გამოაქვეყნა 2016 წლის საუკეთესო ლუქსი სატრანსპორტო საშუალებების რეიტინგი სადაც ერთადერთი მოტოციკლი "ურალ საჰარა" მოხვდა. ჟურნალისტმა ჰანა ელიოტმა ასე შეაფასა "ურალი":"როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში დავსეირნობი ამ მოტოციკლით მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებდა: "ურალი" საბჭოურად გამოიყურება, მაგრამ განა შეიძლება ვინმე შეურაცხყო საბჭოთა ესთეტიკით?მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არარსებულ კავშირს მარკასა და მოცემულ პოლიტიკურ თეორიას შორის. ათეულობით ადამიანი მთხოვდა გამესეირნებინა ისინი ამ მოტოციკლით". 2)ჯეი ლენო-"ვოლგა" გაზ-21-ამერიკელმა მსახიობმა და ტელეწამყვანმა საბჭოთა ავტომობილი 2013 წელს შეიძინა.1966 წლის გამოშვება ორიგინალური საბურავებით "Made in USSR".მსახიობმა მას უწოდა "ნელი და უბრალო როგორც სახრახნისი, მაგარი საღებავით, ტევადი საბარგულით და სიმპატიური ირემით". 3)ჯეიმს ჰეტფილდი-მოტოციკლი К-750-Metallica-ს ფრონტმენის გარაჟში იშვიათი ეგზემპლიარი საბჭოთა К-750 იწონებს თავს, რომლის სერიული წარმოება1958 წლიდან დაიწყო. ეტლიან К-750-ს საბჭოთა მილიცია საპატრულო საშაულებად იყენებდა.К-750 ბევრისთვის ცნობილია ელდარ რიაზანოვის ცნობილი ფილმიდან "გაუფრთხილდით ავტომობილს". 4) საბჭოთა ავტომობილები თავის დროზე მოსინჯეს ფორმულა ერთის პილოტებმა: აერტონ სენამ 1986 ვაზ-2001, კიმი რაიკონენმა 1997 წელს ვაზ-2011 და 2013 წელს ჯენსონ ბატენმა ვაზ-2103. 620 7-ს მოსწონს 1-ს არა
|