x
image
მოზამბიკელი
როგორ გავუმკლავდეთ ფეხებში სიმძიმეს დაფნის ფოთლის დახმარებით?

ხშირად გეღლებად ფეხები? ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს ფეხებში აგურები გილაგიათ?
ეს შეგრძნება ბევრი თქვენგანისთვის ალბათ ნაცნობია. თანამედროვე გადატვირთული ცხოვრების წესის პირობებში ეს სრულებით არაა გასაკვირი, მითუმეტეს თუ ასაკიც გვემატება.
ეს შინაური რეცეპტი დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ ფეხების ტკივილს და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს!
ამ რეცეპტის გამოყენება ასევე შეუძლიათ ათეროსკლეროზით დაავადებულ ადამიანებსაც.
image

თქვენ დაგჭირდებათ 3 შეკვრა დაფნის ფოთოლი.

10 ლიტრ წყალში მოათავსეთ 1 შეკვრა დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ.
წყალი მიიყვანეთ იმ ტემპერატურამდე, რომ ფეხების ჩადგმა არ გაგიჭირდეთ, გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, პროდედურის დასრულების შემდეგ კი მაშინვე ჩაიცვით წინდები.
წყალს ნუ გადააქცევთ, რადგან შემდეგშიც გამოგადგებათ.

მომდევნო დღეს მეორე პაკეტი დაფნის ფოთოლი ჩავყაროთ იმ წყალში, რომელიც წინა დღეს გამოვიყენეთ, კვლავ ავადუღოთ, ოდნავ შეგრილების შემდეგ კი ჩავაწყოთ ფეხები წყალში 20 წუთის მანძილზე.
ასევე მოიქეცით მესამე დღესაც, ამ პროცედურების შემდეგ თქვენ შედეგს მკვეთრად იგრძნობთ. მისი წყალობით ფეხების ტკივილსა და შეშუპებას თავს დააღწევთ.
მსგავსი პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში ერთხელ.

დაფნის ფოთლის გამოყენება ასევე შეგიძლიათ ტერფებისთვისაც.

იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ ტერფების ჭარბ ოფლიანობას, 20-40 ცალი დაფნის ფოთლის აბაზა შესანიშნავი საშუალებაა!
ყოველი ძილის წინ ჩააწყვეთ ფეხები დაფნის ფოთლის აბაზანაში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

0
1955
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
1955
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0