სხვა ხელოვნური ხეები ნახშირორჟანგს ჟანგბადად გარდაქმნიან 2017, 31 მარტი, 0:01
მეცნიერებმა ნიუ–იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ფრანგულ დიზაინერულ სტუდია Influx Studio–სთან ერთად შექმნეს ხელოვნური ხეები. საერთო ჯამში ეს არის მანქანა, მსგავსი მცენარე დრაცაენასი–ფართო ტოტებითა და ქოლგისებური ვარჯით. ტოტები გამოიყენება მზის პანელების საყრდენად. მზის პანელები ენერგიას აწვდიან ხეს. ასეთი ხეების შექმნის იდეა ქალაქ ბოსტონში გაჩნდა. ორგანიზაცია Influx Studio–მა კონკურსი გამოაცხადა ხეების შექმნაზე, რომლებიც ისეთივე ფუნქციას შეასრულებდნენ, როგორც ნამდვილი მცენარეები, თანაც მათ არ უნდა დასჭირვებოდათ დარგვა და მორწყვა. უკვე მაისის შუა რიცხვებისათვის პირველი პროტოტიპების დამზადება იგეგმება. ეს ხეები არა მარტო დაამშვენებს თანამედროვე მეგაპოლისებს, არამედ პრაქტიკული სარგებლის მოცემაც შეუძლიათ, ჟანგბადის გამოყოფის გარდა ისინი დამატებით ენერგიას გამოიმუშავებენ. მზის პანელების გარდა მექანიკურ ენერგიას ხეების ძირში მოწყობილი საქანელებისაგან მიიღებენ 118 1-ს მოსწონს
|