x
მეტი
  • 20.11.2024
  • სტატია:138355
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512020
«ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა

image


კორონავირუსის მაჩვენებელი ისრაელში, ისევ «არასასურველ» დონეზეა. თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაუარესება არ შეიმჩნევა, ისევე როგორც, გაუმჯობესება. ჯანმრთელობის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ამჟამად, ვირუსს 81.286 ადამიანი ებრძვის.

კვირა დღეს, «კოვიდ»–ანალიზი 150 ათასმა ადამიანმა ჩააბარა, მათგან დაინფიცირებული 7784 (5, 2%) აღმჩნდა, რაც წინა დღეებთან შედარებით, დაინფიცირების უმნიშვნელოდ შემცირების ტენდენციაზე მიუთითებს.

ქვეყანაში არ კლებულობს მძიმე შემთხვევების რაოდენობაც. რეანიმაციის განყოფილებაში, დღეს 687 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ხოლო, ერთ დღეში, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 23–ით გაიზარდა. მთლიანად კი, პანდემიას 7383 ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.

ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე კოვიდთან ბრძოლის სრულიად ისრაელის მენეჯერმა პროფ. სალმან ზარკამ განაცხადა, რომ «მძიმედ ის პაციენტები არია, ვინც არ აცრილან, ან მეორე აცრიდან, უკვე 6 თვე გავიდა». მან ყველას მოუწოდა, ვისაც ვაქცინაციის ნახევარწლიანი ვადა ამოეწურა, მესამე ვაქცინა გაიკეთოს – რადგან ის, «მართალია, კოვიდისგან 100% არ იცავს, მაგრამ თუ ადამიანი დაავადდება, ეს მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო იქნება».imageimageimageimageimageimageimage






0
559
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
559
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0