x
მეტი
  • 26.09.2021
  • სტატია:114563
  • ვიდეო:353949
  • სურათი:488126
უკვე ცნობილია მოსახლეობის რომელი კატეგორია იქნება COVID-19–ის ახალი ტალღის სამიზნე

თუ ადამიანს ქრონიკული დაავადებები აქვს, იმის ალბათობა, რომ COVID-19–ის მძიმე ფორმით დაავადდება, ბევრად უფრო მაღალია. გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების რისკის ქვეშ ყველაზე მეტად ის ადამიანები არიან, ვინც ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ.


image


ინდიანას უნივერსიტეტში (Indiana University, აშშ) მეცნიერთა ჯგუფმა 1215 კაცზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ დაადგინა, რომ ალკოჰოლური სასმელების მოყვარულები და ალკოდამოკიდებულები, 2–ჯერ უფრო ხშირად ინფიცირდებიან SARS-CoV-2, ვიდრე ნაკლებად მსმელები და ისინი, ვინც ალკოჰოლურ სასმელებს საერთოდ არ მოიხმარენ. გარდა ამისა, დიდია იმის ალბათობა, რომ მათ, კოვიდინფექციის არასასიამოვნო სიმპტომებიც გამოუვლინდეთ.

ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეების საშუალო ასაკი 20 წელი იყო. დაკვირვების დაწყების მომენტისთვის, არცერთ მათგანს კოვიდის ახალი ტიპი გადატანილი არ ჰქონდა.

გარდა ამისა, კვლევის დაწყების წინ, მათ ტესტირება ალკოდამოკიდებულებაზეც ჩაუტარეს. შედეგად, მოხალისეთა მესამედი სმის მოყვარულთა ჯგუფში აღმოჩნდა.

შემდგომ თვეებში, 44 მოხალისეს PCR–ტესტმა SARS-CoV-2–ის დადებითი შედეგი აჩვენა. მათგან, 21 ადამიანი ნაკლებად მსმელი იყო, ხოლო 23 — ალკოდამოკიდებული. გაირკვა, რომ ალკოდამოკიდებულები უფრო ხშირად ინფიცირდებიან და მათ უფრო ხშირად უვლინდებთ ისეთი სიმპტომები, როგორიც ყნოსვის დაკარგვა და ძლიერი თავის ტკივილია.

კვლევის წინასწარი შედეგი, ამერიკელმა მეცნიერებმა medRxiv საიტზე გამოაქვეყნეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ჩატარებული კვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლის უმნიშვნელო დოზაც კი, თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს. imageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


ანეკდოტები და ფრაზები კარგი განწყობისთვის


რა ხდებოდა ოსმალეთის სულთნის ჰარემში? – რეალური ფაქტები

კაცმა ერთდროულად მეუღლე და ძვირადღირებული ავტომობილი დაკარგა... და რომელი უფრო ადარდებდა?


10 ფასდაუდებელი რჩევა, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია


10 მნიშვნელოვანი ფაქტი ალკოჰოლის შესახებ, რომელიც უნდა ვიცოდეთ


30 სასაცილო და საინტერესო ფოტო, გუნება–განწყობის ასამაღლებლად


ფოტოშოპის გარეშე: ფოტოები სერიიდან – «Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?»


0
305
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
305
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0