სხვა ამოუხსნელი სფერული ელვა (მეხი) 2017, 29 მარტი, 19:27 ელვა და ჭექა-ქუხილი თავისი დამთრგუნველი გრუხუნით, ფორმითა და შედეგებით, ადამიანს აშინებს. როგორც ცნობილია, საშუალო დონის ჭექა-ქუხილს ატომური ბომბის სიმძლავრე აქვს, მეხს კი ტანკერების აფეთქება, ტყეებისა და სახლების გადაწვა, ცოცხალი არსებების განადგურება შეუძლია. ელვა მრავალფეროვანი სახით ვლინდება. ხან თოკს წააგავს, ხან ლენტს, ხან ცილინდრს. ზოგ შემთხვევაში კი ცაზე გადაჭიმულ ცეცხლოვან ხაზებს მანათობელი ბურთი გამოეყოფა, რომელიც "სფერული ელვის" სახელწოდებითაა ცნობილი. რთული სტრუქტურისა და ხასიათის გამო მეცნიერები მის სრულყოფილად შესწავლას ვერ ახერხებენ და ამიტომ "ამოუცნობი ცეცხლოვანი ობიექტი" დაარქვეს. მისი წარმოშობის 200-მდე თეორია არსებობს, მაგრამ ვერცერთმა ფიზიკოსმა ვერ დაამტკიცა თუ როგორ წარმოიშვა ეს ფენომენი.სფერული ელვის შესწავლა ხდება თვითმხილველების მონათხრობის საფუძველზე. სფერული ელვა ჩნდება შტორმისა და ჭექა-ქუხილის დროს, მაგრამ არსებობს რამოდენიმე შემთხვევა როცა უღრუბლო ამინდშიც მოხდა ეს მოვლენა. მისი ტრაექტორია ამოუცნობია, მაგრამ უფრო ხშირად მოძრაობს ჰორიზონტალურად, ქაოტურად, აღწევს შენობა-ნაგებობებში. ხშირად სფერულ ელვას თან ახლავს ხმები, იწვევს რადიო სიგნალების ჩახშობას. მისი ხანგძლივობა დაახლოებით 1 წუთია, შემდეგ კი ფეთქდება. აფეთქების დროს ძალიან დიდი ენერგია გამოიყოფა. დიამეტრი მერყეობს რამდენიმე სანტიმეტრტიდან მეტრამდე. სფერული ელვა ანათებს თეთრ, ყვითელ, მწვანე ან მოწითალო-მოლურჯო ფერად, ნათებას 100 ვატამდე ძალა აქვს. სფერული ელვა მოძრაობს ქარის საწინააღმდეგოდ და სავარაუდოდ მისთვის წინასწარ განზრახული ტრაექტორიით. იწვევს ადამიანის პარალიზებას და შოკის მომგვრელად მოქმედებს მის ფსიქიკაზე. დაკვირვებების შედეგად მეცნიერებმა სფერული ელვის "პორტრეტი" ჩამოაყალიბეს, რომლის მიხედვითაც ის უმეტეს შემთხვევაში 10 - 30 სმ რადიუსისაა. "სიცოცხლის ხანგრძლივობა" 20 წამიდან ერთ წუთამდე აღწევს. ნათება შეიძლება 300 ვოლტის სიმძლავრეს შევადაროთ, მოწითალო-მოლურჯო ფერისაა და "სიცოცხლეს" აფეთქებით ასრულებს. მისი თავდასხმის ობიექტი კვდება ან პარალიზებულია. ზოგიერთი ვარაუდით სფერული ელვა ოპტიკური ილუზიაა, რომელსაც ელვის თვალისმომწრელი ნატება იწვევს. ამ ჰიპოთეზის მომხრეები ამბობენ, რომ ელვის ძლიერი ნატება თვალის ბადეზე ტოვებს გამოსხივების კონტურებს, რომელიც გონებაში ბურთის ფორმით აღიქმება, თუმცა ფირზე აღბეჭდილი სფერული ელვის ფოტოები საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მეორე ჰიპოთეზით სფერული ელვა წარმოიქმნება წყლის მოლეკულების, ჟანგბადისა და აზოტის იონებთან გაერთიანებით, თუმცა მყარი მეცნიერული დადასტურება არც ამ ვერსიას მოეძებნება. ცნობილია, რომ როგორც სფერული, ასევე ჩვეულებრივი მეხი ხშირად მსხვერპლს თავადვე ირჩევს. ამერიკელი როი სალივანი გინესის რეკორდების წიგნში ელვის მიზიდულობის "ნიჭის" წყალობით მოხვდა. მას შვიდჯერ დაეცა მეხი და შვიდჯერვე გადარჩა. Roy Cleveland Sullivan (როი სალივანი) მეხმა ადგილების ამოჩემებაც იცის. არსებობს სპეციალური რუკები, სადაც აღნიშნულია ასეთი ანომალიური წერტილები. ჭექა-ქუხილის დროს იქ მეხის ჩამოვარდნის ყველაზე დიდი ალბათობაა და მსგავს ადგილებს "ელვის სახლებს" ეძახიან. 1862 6-ს მოსწონს |
ასევე 1993 წელს მარნეულში, სადაც ოჯახს ღია ფანჯარაში შეეჭრა და ოჯახის უფროსი გარდაიცვალა.
1988 წელს კი ქართველი მფრინავი სახელს და გვარს არ ადავასახელებ 1300 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა, როდესაც ეს მოვლენა დაატყდა თავს და თვითმფრინავს ძრავა გაეთიშა. საბედნიეროდ მფრინავი გადარცა კატაპულტირების წყალობით...