x
image
აჩიკუნა
ზღვის მომაკვდინებელი სიმღერა
image


უკვე რამდენიმე საუკუნეა, რაც დედამიწის ზურგზე ყველაზე იდუმალ ადგილადაა

მიჩნეული ბერმუდის სამკუთხედი. ერთი ციდა ადგილი ატლანტის ოკეანის

დასავლეთით. მასში, როგორც გაუმაძღარ "ხაროში", ინთქმებოდა ათასობით გემი,


იქნებოდა ეს ამერიკის აღმოჩენის დროინდელი პატარა კარაველები, თუ თანამედროვე

უზარმაზარი ლაინერები, რომლებიც საიმედოდაა დაცული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან. ყველაზე მეტად მეზღვაურებს აშინებდათ ბერმუდის სამკუთხედში

მომხდარი მოულოდნელი უცნაური კატასტროფები. დაუზიანებელ ხომალდებზე

სულიერის ჭაჭანება არ იყო...


image



ამგვარი შემთხვევები ცნობილია XIX ს-ის შუა წლებიდან. 1840 წლის აგვისტოში,

ბაჰამის კუნძულების ახლოს იპოვეს ფრანგული გემი "როზალი", რომელიც

მიეტოვებინა თავის ეკიპაჟს. გემზე არავითარი დაზიანება არ აღმოუჩენიათ.




"როზალი"


image




1920 წლის 20 ოქტომბერს ბერმუდის სამკუთხედში კვლავ წააწყდნენ უეკიპაჟო

გერმანულ გემს. კაპიტნის კაიუტაში აღმოჩენილ კალენდარზე აღნიშნული იყო

4 ოქტომბერი...



ყველაზე "მოსავლიანი" საშინელი ამბებით 1969 წლის ივლისი გამოდგა. ეკიპაჟის

მიერ მიტოვებული ხუთი იახტა აღმოაჩინეს!



ეკიპაჟის გაქრობა არ აიხსნება მოულოდნელი კატაკლიზმებით: ქარიშხლით,

მიწისძვრით. სწორედ მაშინ გაჩნდა ჰიპოთეზა, რომ ხალხი დაიღუპა

"ზღვის სიმღერით": ინფრაბგერებით, რომელსაც წარმოქმნის დიდი შტორმის

წინ აღელვებულ ზღვაზე მოთარეშე ქარი. ეს არის ზედაბალი სიხშირის რხევები,

რომელიც ჟღერს 15 ჰერცის ქვემოთ მდებარე დიაპაზონში და ამის გამო ადამიანის

სმენა ვერ აღიქვამს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს რხევები ზემოქმედებს

ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მათ შორის ადამიანის ტვინის ბიორიტმებზე.

შვედი ბიოლოგები ირწმუნებიან, რომ ქარით და ზღვით შობილი ბგერები ისე

ძალუმად მოქმედებს ზღვისპირა რაიონების მცხოვრებლებზე, რომ აქ გახშირებულია

თვითმკვლელობები. სწორედ ინფრაბგერულ გამოსხივებაში ხედავენ ეს მეცნიერები

ბერმუდის სამკუთხედში მომხდარი იდუმალი კატასტროფების მიზეზს.



მომაკვდინებელი "ზღვის სიმღერა" გემებს და თვითმფრინავებს არა მხოლოდ

ბერმუდის სამკუთხედში ღუპავს, არამედ დედამიჭის მეორე ნახევარსფეროშიც.

ესაა ადგილი შავ ზღვაში.



1909 წლის მაისში სევასტოპოლის მისადგომებთან დაიღუპა წყალქვეშა ნავი "კამბალა". ამ ტრაგედიაში დამნაშავე ლეიტენანტმა აკვილონოვმა, რომელიც იმ დღეს სუბმარინის საჭესთან იდგა, სასამართლოს ვერ აუხსნა, როგორ დაეჯახა კამბალა

ჯავშნოსან "როსტისლავს".



Kambala (კამბალა)


image

image


გამოცდილი საზღვაო ოფიცერი შესანიშნავად ხედავდა მოახლოვებული ჯავშნოსნის

სინათლეს, მაგრამ კურსის შეცვლის ბრძანება არ გაუცია. ლეიტენანტი მოულოდნელად ეიფორიულ მდგომარეობაში ჩავარდა. ის ხედავდა, როგორ მოიწევდა მათკენ

"როსტისლავი", მაგრამ ამ დროს ოფიცერი მღეროდა და ლექსებს ამბობდა.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ აკვილონოვი კატასტროფის

მომენტში სრულიად ჯანმრთელი და ფხიზელი იყო.



მეორე მსოფლიო ომის დროს კიდევ ერთმა ოფიცერმა, ამჯერად გერმანელმა

მფრინავმა იოგენ ზიბერტმა იმავე ადგილას განიცადა ეიფორიული მდგომარეობა.

მისი მიზეზების გამისაკვლევად ზიბერტი XX ს-ის ბოლოს ყირიმში ჩავიდა და თან

ჩაიტანა მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს ზედაბალი სიხშირის რხევებს.



აი, რას გვიამბობს გერმანელი მფრინავი იმის შესახებ, რაც 1944 წლის მაისში

განიცადა: "ჩემ ქვემოთ ტყიანი მთები შლებოდა. მოულოდნელად თვითმფრინავით

"ტაფობის" მსგავსი მთის ზემოთ აღმოვჩნდი და მის თავზე დავიწყე ლივლივი,

ქვემოთ ვეშვებოდი. მალე დავინახე ბრტყელი, უამრავი ღრმულით დაფარული

კლდე, გეგონებოდა, გიგანტურმა ჭიამ გამოხრაო. შემდეგ მივხვდი, რომ

ვეშვებოდი შუასაუკუნოვან მკვდარ ქალაქ "ესკი-კერმენზე", მოჩანდა კოშკების

ნანგრევები და ქვაში ნაკვეთი საფეხურები, ვიწრო ქუჩები, ბრტყელი და

სფეროსებური სახურავები... გამაოცა იმანაც, რომ ქალაქის გარემომცველ

კლდეებში მოჩანდა ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული

მრავალი მრგვალი ხვრელი... დაუბერა გაზაფხულის ძლიერმა ქარმა და ქვის

ყველა ხვრელმა დაიზუზუნა, ამოიკვნესა, დაიგუგუნა, თითქოს უეცრად

აჟღერდა უზარმაზარი საყვირი. ერთობ უცნაური გრძნობა დამეუფლა:

სული მიმღეროდა, სიცოცხლის ძლიერი სიხარულით მავსებდა".




ომის შემდეგ იოგენ ზიბერტი დაინტერესდა ანომალიური მოვლენებით და

გერმანიაში ამ დარგის თვასაჩინო სპეციალისტად იქცა. სხვადასხვა ქავეყანაში ამ

მოვლენათა შესწავლისას მიღებულმა გამოცდილებამ მას შესაძლებლობა მისცა,

ამოეხსნა როგორც თავისი შეგრძნებები მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე წყალქვეშა

ნავის "კამბალას" დაღუპვის მიზეზებიც.




ზიბერტმა დაათვალიერა ის ადგილები, რომლის თავზეც ოდესღაც მოუხდა ფრენა და

მივიდა დასკვნამდე: ეიფორიის მიზეზია ზღვისკენ მიმართული გამოქვაბულთა

ხვრელები. "ესკი-კერმენის" მრავალიარუსიანი გამოქვაბულები ძლიერი ქარის დროს

გიგანტური ორგანივით იწყებენ ჟღერას და ინფრაბგერებს გამოსცემენ. ამ "მეგაფონის"

ინფრაბგერითი ტალღები ზღვის მხარესაა მიმართული. "კამბალას" ოფიცერი ამ

ინფრაბგერების ზოლში აღმოჩნდა. სწორედ ამან გამოიწვია აკვილონოვის

მოულოდნელად მხიარული და ბედნიერი სულიერი განწყობილება. აკვილონოვი არ

იყო დამნაშავე "კამბალას" დაღუპვაში. გემი დაღუპა მპმაკვდინებელმა

"ზღვის სიმღერამ".

11
488
14-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
488
  
2016, 3 ნოემბერი, 16:10
მადლობა
2016, 3 ნოემბერი, 15:28
მომეწონა
2016, 4 ოქტომბერი, 14:01
გაიხარე მეგობარო...
2016, 4 ოქტომბერი, 13:32
უმაგრესია
2016, 4 ოქტომბერი, 11:52
მადლობა...
2016, 4 ოქტომბერი, 11:30
ძალიან საინტერესო სტატიაა. ყოჩაღ ავტორს.
2016, 3 ოქტომბერი, 23:45
დიდი მადლობა...
2016, 3 ოქტომბერი, 23:44
კარგია, გავაზიარე...
2016, 3 ოქტომბერი, 22:10
მადლობა მეგობარო...
2016, 3 ოქტომბერი, 21:44
ძლიერი სტატიაა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10