სხვა ფარაონის წყევლის საიდუმლო 2015, 12 სექტემბერი, 21:04 ![]() 1922 წლის 3 ნოემბერს "ჰოვარდ კარტერმა" და "ლორდმა კარნარვონმა" ფარაონ ტუტანხამონის ხელუხლებელი სამარხი იპოვეს. Howard Carter (ჰოვარდ კარტერი) და Lord Carnarvon (ლორდი კარნარვონი) ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() თითქოს ექსპედიციამ რაღაც ბოროტი, დაუნდობელი ძალა გაათავისუფლა. 6 დღის შემდეგ "ლორდი კარნარვონი" კაიროში სასტუმრო "კონტინენტალში" გარდაიცვალა. ![]() "კონტინენტალში" გარდაიცვალა არქეოლოგი "არტურ მეისი", რომელმაც აკლდამის კარიდან ბოლო ქვა გადააგორა. Arthur Cruttenden Mace (არტურ მეისი) ![]() რადიოლოგი "არჩიბალდ რეიდი", რომელმაც სამარხის ასაკი განსაზღვრა, ინგლისში ჩასვლის თანავე გარდაიცვალა. ![]() მას მიჰყვა გათხრების 22 მონაწილე. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შემდეგ კი მათი ნათესავების ჯერი დადგა. კაიროში გარდაიცვალა ამ ექსპედიციის კიდევ ერთი წევრი – ბატელი. მამამისმა, "ლორდმა უესბურნიმ" შვილის გარდაცვალება, რომ გაიგო, ფანჯრიდან გადახტა. მხოლოდ "ჰოვარდ კარტერი" გარდაიცვალა თავისი სიკვდილით 1939 წელს. ეს იდუმალებით მოცული სიკვდილიანობა 1939 წელს დროებით შეწყდა... 1972 წელს ტუტანხამონის ნიღაბს ლონდონიში გამართული გამოფენისთვის ამზადებდნენ. ტრანპორტირებაზე პასუხისმგებელი იყო დოქტორი "ჰამელ მეჰრეზი", რომელსაც წყევლისა საერთოდ არ სწამდა. შეფუთული ნიღაბი აეროპორტში უკვე წაიღეს. მეჰრეზიც გაყოლას აპირებდა, მაგრამ... მოულოდნელად საკუთარი კაბინეტის ზღურბლთან წაიქცა. როგორც ექიმებმა დაადგინეს, იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ![]() ტუტანხამონის სამარხის გახსნიდან დღემდე ცდილობენ მეცნიერები ამ საიდუმლოს ამოხსნას. ფიზიკოსი "ლუის ბულგარინი" ფიქრობს, რომ შეიძლება ეგვიპტელები სამარხებში იატაკს ურანით ფარავდნენ ან სამარხებს რადიოაქტიური ქვით აპირკეთებდნენ. მისტიკური ვერსიის თაყვანისმცემლების აზრით, ეს არის "კას" საშინელი ძალა. ძველი ეგვიპტელების ფილოსოფიის თანახმად, "კა" არის გარდაცვლილის სულიერ და ფიზიკურ საწყისთა ერთიანობა. საკმარისია "კამ" სამარე დატოვოს, რომ იგი უმართავი ხდება. ტუტანხამონი ტახტზე ჩვ.წ.აღ-მდე 1333 წელს ავიდა. 1323 წელს კი ეგვიპტის ახალგაზრდა მბრძანებელი მოღალატურად მოკლეს. სავარაუდო მკვლელი ორია: ტუტანხამონის ვეზირი "აიე", რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა და ტუტანხამონის ქვრივი ცოლად შეირთო, ან "ომერჰები", მთავარსარდალი, რომელმაც "აიეს" სიკვდილის შემდეგ ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. ბევრი ეგვიპტელის აზრით, სამარხმა ასე შესანიშნავად, რომ მოაღწია ჩვენამდე, ეს "ომერჰების" დამსახურებაა. ძალაუფლება, რომ ჩაიგდო ხელში მან, ფარაონის სახელი ტაძრების კედლებიდან და ძეგლებიდან წააშლევინა, ტუტანხამონის განსასვენებლის გაძარცვა და დანგრევაც შეეძლო, მაგრამ ხელუხლებელი დატოვა. ეტყობა, იცოდა, რომ იქ რაღაც ისეთი საიდუმლო იმალებოდა, რის მოსპობასაც ვერ შეძლებდა... 869 14-ს მოსწონს
|