იმერეთი ნიჭიერი გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი 2017, 29 მარტი, 15:53 ჯაჯანიძეები რომ ხელოვანი და შემოქმედებითი ნიჭის მქონე გვარია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ გვარის წარმომადგენლის არა ერთი ადამიანია ცნობილი.
ტელეწამყვანი და შოუმენი- გია ჯაჯანიძე მოცეკვავე -ანი ჯაჯანიძე მოცეკვავე-ვერკა ჯაჯანიძე ეს ადამიანები ყველა ერთი ულამაზესი სოფელი -ჯაჯანიძეების წარმომადგენლები არიან, რომელიც ყველაზე მაღალმთიანია ჭიათურის რაიონში. აქ მცხოვრები ადამიანების ნიჭიერებაც ალბათ იმ თვალწარმტაცი ბუნებითაა გამოწვეული, რათაც ეს სოფელია გარემოცული.ძნელია უცქირო იმ უკიდეგანო სივრცეს, თვალუწვდენელ კლდეებს, ულამაზეს ხედებს და არ იფიქრო რაიმე შემოქმედებითზე. კიდევ ბევრი ფარული ნიჭის ადამიანია ამ გვარში.ერთ-ერთი, ამ სოფლის მცხოვრები - ანი ჯაჯანიძეა, რომელსაც 17 მაისს 17 წელი შეუსრულდება.გოგონა მხატვრობითაა დაინტერესებული.მას ეზოში თავისი პატარა სახელოსნო აქვს მოწყობილი. მისი ნამუშევრები ძირითადად ნატურმორტი და პეიზაჟია.ანი კიდევ რამოდენიმე ნიმუშის შექმნას გეგმავს და მალე ჭიათურის კულტურის სახლში ანი ჯაჯანიძის მხატვრულ ნამუშევართა გამოფენა მოეწყობა. 296 3-ს მოსწონს
|