x
image
Maia kordzadze
უნიკალური სოფელი ხარაგაულში, რომელმაც მსოფლიოს უამრავი გამოჩენილი ადამიანი აღუზარდა
image
სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რიცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...
ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერ­თი ციც­ქ­ნა სოფ­ლის, ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვა, ახ­ლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია.
ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლი - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქ­ვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხ­ნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია.
სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მე­ფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუტყ­ვ­თა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხ­ნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლ­ში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუმენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მი­სი ვა­ჟი - ლა­შა...
აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თ­ვე­ლო და ფარ­ცხ­ნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირსეული წარ­მო­მად­გე­ნ­ლები წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხ­ნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყოველი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ასე­ვე ამ­შ­ვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...
აქ დაიბადა ევგენი ხარაძე სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვ­ლე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გ­რა­დის ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მი­სი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ერ­ჩი­ათ.
image

პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ას­ტ­რო­ნო­მი თა­ვად გახ­ლ­დათ... მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სე­რი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. მა­ლე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მ­ნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... ის გახ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი კავ­ში­რის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტი, პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კი უარი გა­ნაცხა­და.
ევ­გე­ნის ძმა გახ­ლ­დათ არ­ჩილ ხა­რა­ძე - სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­თე­მა­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლად გა­მო­ცე­მუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს პირ­ვე­ლი ავ­ტო­რი; მის ტრა­დი­ცი­ებს კი ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლებს მი­სი ვა­ჟი, გი­ორ­გი ხა­რა­ძე - გა­მო­ჩე­ნი­ლი ფი­ზი­კო­სი.
image
ათი შვი­ლი­დან ერთ-ერ­თი გახ­ლ­დათ ფარ­ცხ­ნა­ლე­ლი პეტ­რე ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ფე­სო­რი, დერ­მა­ტო­ვე­ნე­რო­ლო­გი­ის დარ­გის პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი. მან შე­ის­წავ­ლა პირ­ვე­ლად ნუ­ნი­სის, წყალ­ტუ­ბოს, თბი­ლი­სის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის თვი­სე­ბე­ბი და მა­თი მოქ­მე­დე­ბა კა­ნის სხვა­დას­ხ­ვა და­ა­ვა­დე­ბა­ზე.
იოსებ ბუ­ა­ჩი­ძემ, ჰიდ­რო­გე­ო­ლო­გი­უ­რი რუ­კის პირ­ველ­მა შემ­ქ­მ­ნელ­მა და ჰიდ­რო­გე­ო­ლოგ­თა პირ­ვე­ლი სკო­ლის და­მა­არ­სე­ბელ­მა, მშობ­ლი­უ­რი მხა­რის მი­ნე­რა­ლუ­რი სა­ბა­დო­ე­ბი შე­ის­წავ­ლა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის წარ­მო­ე­ბას და­უ­დო სა­თა­ვე. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით მთე­ლი რი­გი ელექ­ტ­რო­სად­გუ­რე­ბი, მათ შო­რის, აჭა­რის ჰიდ­რო­ე­ლექ­ტ­რო­სად­გუ­რი აიგო. მი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბაა არ­ტე­ზი­უ­ლი აუზე­ბის აღ­მო­ჩე­ნა ალაზ­ნის, ივ­რის, არ­გ­ვე­თის მი­და­მო­ებ­ში. 15 წლის მან­ძილ­ზე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი გახ­ლ­დათ.
image

ფარ­ცხ­ნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტ­მა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვეფხ­ვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.
ფარ­ცხ­ნა­ლი­დან არი­ან ასე­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი - რუ­სუ­დან და ანა ხა­რა­ძე­ე­ბი...
რუ­სუ­დან­მა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას - ქარ­თ­ვე­ლი ხალ­ხი­სა და კავ­კა­სი­ის მთი­ელ­თა ყო­ფის ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ შეს­წავ­ლას.
ანა კი ქარ­თუ­ლი ბო­ტა­ნი­კის, კავ­კა­სი­ის მცე­ნა­რე­უ­ლი სამ­ყა­როს კვლე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან იდ­გა. ალ­პუ­რი ფლო­რის გა­მოკ­ვ­ლე­ვის მიზ­ნით, მან თეთ­ნულ­დი, უშ­ბა, მყინ­ვარ­წ­ვე­რი და იალ­ბუ­ზი და­ლაშ­ქ­რა. მი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით ჩა­ტარ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­სარ­გებ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბის ფარ­თო რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბი.
ანას მე­უღ­ლე თე­დო სა­ხო­კი­ას ძმის­შ­ვი­ლი და გაზ­რ­დი­ლი, მი­ხე­ილ სა­ხო­კია იყო - ბო­ტა­ნი­კის მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერ­თი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან მი­წა­ზე ფე­ხი აიდ­გა ბი­ჭი­კო ბრეგ­ვა­ძემ - პირ­ველ­მა ქარ­თუ­ლი სა­ფოს­ტო მარ­კის ფუ­ძემ­დე­ბელ­მა. მან შე­ი­მუ­შა­ვა და გა­მოს­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ფოს­ტის წე­სე­ბი (რო­მე­ლიც დღე­საც მოქ­მე­დე­ბა­ში­ა) და დღემ­დე ერ­თა­დერ­თი სა­ფოს­ტო მარ­კე­ბის კა­ტა­ლო­გი...
ქარ­თუ­ლი ვო­კა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბა ახალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნა და ქარ­თულ სა­ო­პე­რო სცე­ნა­ზე მთე­ლი რი­გი პარ­ტი­ე­ბის სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო ტრა­დი­ცი­ას და­უ­დო სა­თა­ვე ნა­დეჟ­და ხა­რა­ძემ. მას სპარ­სეთ­ში, შა­ჰის კარ­ზეც უმ­ღე­რია. გა­მომ­გ­ზავ­რე­ბის წინ კი შაჰს სა­ჩუქ­რე­ბით სავ­სე ვერ­ცხ­ლის ზარ­დახ­შა გა­და­უ­ცია. ნა­დეჟ­დას ფო­ტო­ზე, მი­სი სი­ლა­მა­ზით მო­ხიბ­ლულ უდი­დეს პი­ა­ნისტს, რიხ­ტერს წა­უ­წე­რია: "...პორ­ტ­რე­ტი ომის შემ­დ­გო­მი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქის ელე­გან­ტუ­რო­ბის ნი­მუ­ში­ა".

- გა­მო­დის, ფარ­ცხ­ნალ­ში და­ბა­დე­ბულ თით­ქ­მის ყვე­ლა გა­მორ­ჩე­ულ მკვიდრს მი­ე­სა­და­გე­ბა სიტყ­ვა "პირ­ვე­ლი"...
მსა­ხი­ო­ბი მე­რაბ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი დიქ­ტო­რი გახ­ლ­დათ; ბე­ნი­ტო ბუ­ა­ჩი­ძე - პრო­ლე­ტა­რუ­ლი მწერ­ლო­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი; ნი­კო­ლოზ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი - ქა­ლაქ სო­ხუმ­ში სამ­ხატ­ვ­რო სკო­ლის და შემ­დ­გომ სამ­ხატ­ვ­რო სას­წავ­ლებ­ლის პირ­ვე­ლი და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი;
image

მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ და პრო­ფე­სორ­მა, და­ვით კლდი­აშ­ვი­ლის ნა­წა­რმო­ებ­თა ილუს­ტ­რა­ტორ­მა - ზუ­რაბ ლე­ჟა­ვამ, შო­თა ამი­რა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად, ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ტა­ნას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ის იყო მთა­ვა­რი რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი პირ­ველ ქარ­თულ ფე­რად მხატ­ვ­რულ ფილ­მ­ში - "მწვერ­ვა­ლის დამ­პყ­რობ­ნი".
თა­მა­შობ­და ფილ­მებ­ში - "არ­სე­ნა", "გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე", ქე­თო და კო­ტე". თე­ი­მუ­რაზ ბუ­ა­ჩი­ძე მე­ო­რე ქარ­თუ­ლი მსრო­ლე­ლი დი­ვი­ზი­ის უფ­რო­სი იყო. პირ­ვე­ლად არ­მი­ის ის­ტო­რი­ა­ში, მი­სი მე­თა­უ­რო­ბით დი­ვი­ზია სრუ­ლი სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბით მყინ­ვარ­წ­ვერ­ზე ავი­და. მან სტა­ლი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა და სო­სო და­ირ­ქ­ვა. 1937 წელს კი და­ა­პა­ტიმ­რეს და წა­მე­ბით მოკ­ლეს, მი­სი მე­უღ­ლე კი გა­და­ა­სახ­ლეს...

ფარ­ცხ­ნა­ლის მკვიდ­რი გახ­ლ­დათ ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი დე­ვი აბა­ში­ძე. მრა­ვა­ლი ფილ­მი აჩუ­ქა ქარ­თულ კი­ნოს, მათ შო­რის: "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯ­ვე­ნა", "ყვარ­ყ­ვა­რე", "მზის სა­გა­ლო­ბე­ლი"... ფარ­ცხ­ნა­ლის მი­წა­ზე აღი­ზარ­და ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გი და პუბ­ლი­ცის­ტი, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი თა­ვა­დაც და­ა­პა­ტიმ­რეს და 7 წე­ლი მი­უ­სა­ჯეს.
image

წლე­ბის შემ­დეგ, ჯან­გა­ტე­ხი­ლი და­უბ­რუნ­და ოჯახს. თუმ­ცა, მი­სი დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა არც მე­რე შეწყ­ვე­ტი­ლა. მი­სი უკომ­პ­რო­მი­სო, მამ­ხი­ლე­ბე­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დი­ო­და, ხო­ლო რო­ცა მა­თი და­ბეჭ­დ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, მთელ ჰო­ნო­რარს სპექ­ტაკ­ლე­ბის შე­მო­სა­ვალ­თან ერ­თად, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯა­ხებს უნა­წი­ლებ­და, თა­ვად კი ძალ­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად ცხოვ­რობ­და. ბი­ნის კარ­ზე, თურ­მე, "უს­ტა­რი" ჰქონ­და გაკ­რუ­ლი: "პა­ტივ­ცე­მუ­ლო ქურ­დე­ბო! ჩემ­თან შე­მოს­ვ­ლით ნუ შე­წუხ­დე­ბით, ძა­ლი­ან გთხოვთ, წიგ­ნებ­სა და გა­ზე­თებს ნუ ამი­წე­წავთ!"
- გარ­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა, ფარ­ცხ­ნა­ლე­ლებს ისიც აქვთ სა­ა­მა­ყოდ, რომ 1910-11 წლებ­ში მათ სო­ფელ­ში დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...
image

მან ხა­რა­გა­უ­ლის ლა­მაზ ბუ­ნე­ბას არა­ერ­თი ლექ­სი უძღ­ვ­ნა... სო­ფელ­ში ჩა­სულ­მა ახალ­გაზ­რ­და პო­ეტ­მა ბი­ნა ხა­რა­ძე­ე­ბის უბან­ში, დი­მიტ­რი ხა­რა­ძის ლა­მაზ ოდა­ში და­ი­დო, სა­დაც ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა და მყუდ­რო ოთა­ხი აირ­ჩია. სო­ფელ­ში ამ­ბობ­დ­ნენ, გა­ლაკ­ტი­ონ­მა საცხოვ­რებ­ლად ხა­რა­ძე­თა უბა­ნი იმი­ტომ აირ­ჩია, რომ იქ სოფ­ლის ლა­მაზ­მა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნე­ნო.
ვინ იცის, იქ­ნებ ასე არც იყო, თუმ­ცა, სოფ­ლის წყა­როს­თან, სა­დაც სკო­ლი­სა­კენ მი­მა­ვალ გა­ლაკ­ტი­ონს უნ­და გა­ევ­ლო, მთე­ლი დღე რეცხავ­დ­ნენ სა­რეცხს ყმაწ­ვი­ლი ქა­ლე­ბი... ამის შემ­ხედ­ვა­რე აბე­სა­ლომ ბუ­ა­ჩი­ძეს უხუმ­რია: ამ ჩვენ­მა სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა არ ას­წავ­ლა რეცხ­ვა გო­გო­ნებ­სო?!
სო­ფელ­ში დღე­საც დგას ხე, რომელსაც"გა­ლაკ­ტი­ო­ნის ცაცხვს" ეძა­ხი­ან და ალ­ბათ, გა­საკ­ვი­რიც არაა, რომ ეს ხე სხვა­თა შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი და მკერ­დ­გა­ნი­ე­რია.
1
522
7-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
522
  
2018, 6 ივნისი, 15:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1