x
image
ფიქრია ჯიქია
რატომ შეიძლება ფოტომ მოახდინოს გავლენა ადამიანის ბედზე

image

ფოტოგრაფია გამოგონებული იქნა მე-19 საუკუნის დასაწყისში. ხალხი მაშინვე მიხვდა, რომ ამ მომენტიდან მათი ცხოვრება შეიძლება შეიცვალოს. ფოტოს შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს ბედზე, ამიტომ არ უნდა მიუდგეთ მას არასერიოზულად.

არსებობს ბევრი საიდუმლო და ასევე აკრძალვა, დაკავშირებული ფოტოსურათებთან. ბიოენერგეტიკის სპეციალისტები აქტიურად სწავლობენ ფოტოგრაფიის ენერგეტიკას. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ფოტოგრაფირება ყველასათვის ხელმისაწვდომია, ასეთი ცოდნა განსაკუთრებით აქტუალურია.

ფოტოგრაფიის ენერგეტიკა

ფოტოგრაფია - ეს ენერგეტიკის საუკეთესო გამტარი და დამგროვებელია. მე-20 საუკუნის 80-ან წლებში მეცნიერებმა ჩაატარეს მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი. ევროპაში ერთ-ერთ ფერმაში გადაუღეს ფოტო ორ, ერთ დღეს დაბადებულ ორი თვის, ერთი შეხედვით აბსოლიტურად ჯანმრთელ კურდღელს. თუმცა სინამდვილეში ერთ-ერთ მათგანს ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ამ ფოტოებს ქუჩაში აჩვენებდნენ ხალხს. ექსპერიმენტში დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ უნდა მიეთითებინათ ავადმყოფ კურდღელზე, თუმცა ორივე ცხოველი დაახლოებით ერთნაირად გამოიყურებოდა. თითქმის რვაასმა ადამიანმა მიუთითა ნამდვილ ფოტოზე, რომელზეც იყო დაავადებული ცხოველი.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფოტოზე აღიბეჭდება ენერგეტიკული უხილავი ფონი, რომელიც გამოდის ცოცხალი ობიექტისგან: ადამიანისგან, ცხოველისგან, მცენარეებისგანაც კი. ფოტოგრაფიის ამ თვისებას იყენებენ ექსტრასენსები ადამიანის ენერგეტიკის გასაწმენდად შორ მანძილზე. ფოტოს საშუალებით შეიძლება გაგება, ადამიანის შინაგან სამყაროს აქვს თუ არა ყველაფერი წესრიგში, განსაზღვრა, არის თუ არა მასზე ზიანი ან ბოროტი თვალი, როგორია საერთოდ მისი ცხოვრება. ერთი სიტყვით, ფოტოგრაფია - ეს არის ერთგული მეგობარი, გარკვეულწილად კი მტერი, რადგან ფოტოთი შეიძლება მოხდეს თქვენთვის არაკეთილი სურვილების მოვლენა. ასევე ფოტოზე რომელიმე ადგილის განზრახ დაზიანებამ შეიძლება მოახდინოს თქვენზე ცუდი გავლენა მისი დაზიანებისთანავე.

ფოტოგრაფიის გავლენა ბედზე

თანამედროვე ცხოვრებაში, სადაც თქვენი ფოტოს ნახვა შეუძლია ბევრ ადამიანს, საშიშია გამოფინოთ სანახავად ყველაფერი, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი: მეუღლე, შვილები და ახლობლები. ენერგეტიკული გაცვლა შეიძლება მოხდეს საწინააღმდეგო მიმართულებით - არა მარტო ფოტოს შეუძლია გავლენა თქვენზე, არამედ თქვენ იმათზე, ვინც ფოტოზეა გამოსახული.

მაგალითად, თუკი თქვენ სოციალურ ქსელში გამოდებთ ფოტოს, სადაც თქვენ ბედნიერი ხართ თქვენს მეორე ნახევართან ერთად, ზოგიერთმა მისი ნახვით შეიძლება იგრძნოს თქვენს მიმართ შური, ამიტომ თქვენ უქმნით თქვენს თავს დიდ საშიშროებას და რისკს, რადგან შეიძლება თქვენ უბრალოდ გაგთვალონ.

ნუ შეინახავთ სახლში ძველი, დანგრეული სახლების და შენობების ფოტოებს. ექსტრასენსების აზრით, ასეთი ფოტოები ძალიან საშიშია თქვენი სახლის ენერგეტიკისათვის და თქვენთან ერთად მცხოვრები ახლობლების ჯანმრთელობისათვის. ასევე არ ღირს იმ ფოტოების შენახვა, ვინც თქვენ არ გიყვართ ან ვისაც თქვენ არ უყვარხართ. თუკი თქვენ გაქვთ ფოტო სადაც გძინავთ, შეინახეთ სადმე, ნურც ელექტრონულ ვერსიებს აჩვენებთ ვინმეს, უმჯობესია საერთოდ წაშალოთ. მიზეზი მარტივია - მძინარე მდგომარეობაში ადამიანი უფრო მეტად დაუცველია.

ნებისმიერი ფოტო, რომელზეც თქვენ ხართ, აუცილებელია შესაძლო არაკეთილმოსურნე ადამიანებისთვის იყოს მიუწვდომელი. აქ ბევრი ფაქტორია, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს ენერგეტიკულ დამცავზე - მის გაძლიერებაზე ან შესუსტებაზე, მაგრამ უმჯობესია არ გარისკოთ. ეს არ არის მიზეზი ეხლავე ადგეთ და წაშალოთ სოციალური ქსელიდან ყველა ფოტო. განსაკუთრებულ „ინტერსს“ თქვენი არაკეთილმოსურნეებისათვის იწვევს ფოტოები, რომელზეც თქვენ ბედნიერი ხართ. გამოდევით ფოტოები ნეიტრალური განწყობით - მაგალითად, გადაღებული სამუშაოზე ან რაიმე დაწესებულებაში.

გახსოვდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება გამოიყენოთ მტრების თავდასხმისგან დასაცავად. დაე, თქვენი დამცავი თილისმა იყოს საღი აზრი და სიფრთხილე.







0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0