x
image
t.x.
თუ თმის ცხიმიანობა გაწუხებთ - ვინ უნდა იხმაროს მიცერალური შამპუნები

image
ამას თითქმის ყოველ დღე ვაკეთებთ, მაგრამ საკითხავია რამდენად სწორად. სტილისტები და თმის მოვლის სპეციალისტები ახალი ტექნოლოგიებით თავის დაბანის დიდი თაყვანისმცემელნი არიან და ამბობენ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში საუკეთესო შედეგს მოგცემთ.

მიცერალური დაბანა მოდის უკანასკნელი სიტყვაა სილამაზის ინდუსტრიაში და წარმოადგენს სპეციალური მიცერალური წყლის შამპუნით თმის დაბანას.

მიცერალური წყლით, რომელსაც ფრანგი ქალები უკვე კარგა ხანია ხმარობენ სახის გასაწმენდად. იმავე ტექნოლოგიით იქმნება მრავალი ახალი შამპუნი.

მისი მწარმოებელი მეცნიერები ხოტბას ასხამენ მიცერალურ შამპუნს, რომელიც გვევლინება დაბანის ნაზ და მსუბუქ საშუალებად.

მიცერალური წყალი სახელწოდებას ზეთის ნამცეცა ნაწილებისგან - მიცელებისგან იღებს. სწორედ ეს მიცელები იწოვს ჭუჭყს და აკურატულად აცილებს თმებიდან ისე, რომ არ იწვევს მის გამოშრობას. ის პირდაპირ მაგნიტს ჰგავს რომელიც ეფექტურად იკრავს სიბინძურეს ან სიბინძურეს და ცხიმს ერთად. მსუბუქი დასუფთავების ტექნოლოგია გვპირდება თავის კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ნაკლებად გაგვიღიზიანებს კანს.

როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ის გვინარჩუნებს თმის მკვეთრ ფერს, რჩება მსუბუქი და ბუნებრივად ელასტიური.

როგორც "ჩარლზ უორგტინტონის" ფირმის წარმომადგენელი კენ ორურკი გვიხსნის: "ზოგიერთი ტიპის თმა და ცხოვრების სტილი ითხოვს რეგულარულ და ყოველდღიურ ბანას, რაზეც მუდამ მიდის დისკუსია, რამდენად სასარგებლოა ის თმისთვის".

"ჩემს კლიენტებზე დაკვირვებისას შევნიშნე, რომ მათ ვისაც თხელი თმა აქვთ და ქალაქში ცხოვრობენ, ან მათ, ვინც ხშირად დადის სპორტულ დარბაზებში ძალიან ცხიმიანი თმა აქვთ. სწორედ მათ სჭირდებათ თმის ყოველდღიური ბანა. სწორედ ასეთ კლიენტებს ვურჩევ ამ მსუბუქი და ნაზი შამპუნით დაბანას. რის მერე ვიღებთ შედეგს: თმები გვრჩება ბუნებრივი და თანდათან უმჯობესდება მისი ხარისხი".imageimage

ცუდი სიახლე მელოტი მამაკაცებისთვის

დაივიწყე ცელულიტი. მალამო, რომელიც სამზარეულოში ყველას მოეპოვება

იცოდით?-კბილის საცხი ასუქებს. ცნობილი დიეტოლოგების უცნობი რჩევები

0
357
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0