x
image
t.x.
სინამდვილე იოგებისა და გურუების შესაძლებლობებზე, რომელიც საოცრებად გვეჩვენება(+ ფოტოები)

imageვინც ასეთ ილუზიებს თვალს მიადევნებს, ისე ეფექტურად მოეჩვენება, რომ დაიჯერებს ინდოელი იოგებისა და გურუების ზებუნებრივ შესაძლებლობებს. მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ტრიუკი, რომელიც არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ მონაცემებს. ლევიტაცია – ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ობიექტი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადადის გრავიტაციის საწინააღმდეგო მდგომარეობაში, ზედმეტი ფიზიკური მოქმედებების გარეშე.image

არსებობს რამოდენიმე განსხვავებული მეთოდი ლევიტაციის მისაღწევად. ესენია : აეროდინამიური, მაგნიტური, აკუსტიკური,

ელექტრო-სტატიკური და ოპტიკური ლევიტაციის მეთოდები.

მრავალ ინდურ ღმერთს, აგრეთვე იოგებს, ბრაჰმანებს, წმინდანებსა და ჩვეულებრივ ადამიანებსაც შეუძლიათ ჰაერში აწევა. ლევიტაცია არ არის რაიმე განსაკუთრებული სასწაული, იგი რელიგიური რიტუალის მოხერხებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.image

ინდუსების გარდა, ჰაერში აფრენა ტიბეტელ ბერებსაც შეუძლიათ. შაოლინის ტაძარში მისულმა ძენ-ბუდიზმის მიმდევარმა ბერებს სხეულის ენერგიის მართვა და ჰაერში აწევა ასწავლა. ინდოეთსა და ტიბეტში ლევიტაციას დღესაც მიმართავენ. მრავალი მკვლევარი-აღმოსავლეთმცოდნე აღწერს “მფრინავ ლამათა” ფენომენს.

image

უფრო ხშირად, ლევიტაციას იოგები მიმართავენ. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი იოგი – მახარაშ მახეში ამბობდა: ლევიტაცია თითოეულ ადამიანს შეუძლია, მაგრამ მთავარია, მისი გამოყენება ისწავლოო. მახარაშმა 1971 წელს, ფილადელფიაში საკუთარი უნივერსიტეტი გახსნა, სადაც სხვადასხვა აღმოსავლურ საგანთან ერთად ლევიტაციაც ისწავლებოდა.image

1
292
8-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
292
  
2013, 8 მარტი, 10:55
იოგი
0 1 1