x
image
t.x.
რატომ იცვლის ადამიანი სქესს? გაარკვიე, არის თუ არა შენს სხეულში საპირისპირო სქესის სული?

imageმეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან სულის გადასახლების ფაქტს. ფანტასტიკურად გვეჩვენება სხვადასხვა ეპოქის "ორეულების თეორია", რომლის თანახმად, გამოჩენილი ისტორული პირები სულაც არ იყვნენ სხვადასხვა ადამიანები. ამ მოღვაწეთა ნაწილი ერთი და იგივე პიროვნება იყო - გარდასახული სხვადასხვა ეპოქაში. გამოთვლილია, რომ გარდასახვა განსაზღვრულია. ყოველი ადამიანის სული მხოლოდ 12-ჯერ გადადის სხვა ადამიანში. რიცხვი "12" მისტიკურ როლს თამაშობს. ადამიანი 12-ჯერ მოდის დედამიწაზე. მეთორმეტე, უკანასკნელი მოსვლის შემდეგ, სული ან აღარ ბრუნდება დედამიწაზე, ან ქრება. გათავისუფლებული სული გადასახლდება სხვა სხეულში 12 თვის, 144 წლის, ან 600 წლის შემდეგ.

ნაპოლეონისა და ჰიტლერის დაბადების თარიღებს შორის 144 წელია. ისინი ერთსა და იმავე ასაკში მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში და დამარცხდნენ ისევ 144 წლის ინტერვალით. ცნობილია, რომ სიცოცხლის ბოლოს ნაპოლეონმა ქალური თვისებები შეიძინა - შეეცვალა ფიგურა და სხეულზე თმა გასცვივდა. ჰიტლერმაც ასეთივე ცვლილებები განიცადა - გაუწვრილდა და გამკივანი გაუხდა ხმა, დაკარგა მამაკაცობა. თეორეტიკოსები უფრო შორს მიდიან - ნაპოლეონი კვლავ გარდაისახება ჰიტლერის გარდაცვალებიდან 144 წლის შემდეგ ე.ი. 21-ე საუკუნეში. მისტიკა ქადაგებს ანტიქრისტეს მოვლინებას 21-ე საუკუნეებში. ამ მოსაზრებების გათვალისწინებით, ივანე მრისხანეს და სტალინის სახასიათო ნიშნები და გარდასახვა ერთმანეთს ემთხვევა. ისტორია იმიტომ მეორდება, რომ მას სხვადასხვა დროში გარდასახული ერთი და იგივე პირი წარმართავს.

გარდასახვის თეორიის მომხრენი წინასწარმეტყველთა არსებობის ფაქტს იმით ხსნიან, რომ ისინი არიან ადამიანები, რომელთა სული წარსულიდან მომავალში კი არ გადასახლდა, არამედ მომავლიდან წარსულში. თუ სული სხვა სქესის სხეულში ჩასახლდა, მაშინ მას შეიძლება პრობლემები შეექმნას, ზოგი ეგუება ამას, ზოგი კი ოპერაციას მიმართავს და სასურველ სქესად გარდაიქმნება.

ფსიქიკურად აშლილებიც სულის გადასახლების მსხვერპლნი არიან.

1
105
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
105
  
2013, 8 მარტი, 4:24
რა სისულელეა. რა სულის გარდასახვა და ბუდისტური ბოდვები. ნაპოლეონის და ჰიტლერის შედარებას რაც შეეხება, ნაპოლეონი დაიბადა 1769 წელს, ხოლო ჰიტლერი 1889 წელს. სხვაობა 120 წელი გამოდის და არა 144 ხოლო ნაპოლეონი გარდაიცვალა 1821, ხოლო ჰიტლერი 1945 წელს. აქაც სხვაობა 124 წელი გამოდის. რაც შეეხება სულით ავადმყოფობას და სქესის შეცვლის სურვილს, აქ სხვა უამრავი ფაქტორები თამაშობს გადამწყვეტ როლს და არა სულის მოგზაურობანი სხვადასხვა ეპოქაში. სულის რეინკარნაციას მართლმადიდებლობაც უარყოფს.
0 1 1