x
image
ფიქრია ჯიქია
10 დიეტური შიგთავსი ლავაშის რულეტებისთვის

image

იმათთვის, ვინც იცავს დიეტას, გთავაზობთ სომხურ ლავაშში გასახვევად შიგთავსის რამდენიმე ვარიანტს. მათი მომზადება ძალიან მარტივია და კალორიულობა არ აღემატება 200-ს:

1. 1 შეკვრა კიბორჩხალას ჩხირები, რამდენიმე კბილი ნიორი, მოხარშული კვერცხი, გახეხილი უცხიმო ყველი, მწვანილი, არაჟანი.

2. 1 შეკვრა ხაჭო, მარილი, მწვანილი, რამდენიმე კბილი ნიორი, გახეხილი ყველი, დაჭრილი მჟავე კიტრი.

3. დაჭრილი წითელი თევზი, ნედლი კიტრი, მწვანილი, უცხიმო ყველი.

4. დაფშვნილი (ხელით აფურჩხნული) ყველი, სტაფილო, არაჟანი და მწვანილი.

5. კუბებად დაჭრილი მოხარშული ქათმის ფილე და მაგარი ყველი, გახეხილი ნედლი კიტრი, კბილი ნიორი, არაჟანი.

6. წვრილად დაჭრილი ხახვი, ბულგრული წიწაკა და მჟავე კიტრი, მოხარშული ქათმის ფილეს ნაჭრები, დაჭრილი პომიდორი, კბილი ნიორი დ არაჟანი.

7. გახეხილი სტაფილო, გახეხილი ჭარხალი, კბილი ნიორი, 1 მუჭა დაქუცმაცებული ნიგოზი, არაჟანი, მდოგვი.

8. ზეითუნის ზეთში ხახვთან ერთად მოხრაკული სოკო, გახეხილი ყველი, მოხარშული კვერცხი, მწვანილი.

9. უცხიმო ყველი, ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შავი და წითელი დაფქვილი პილპილი, ავურიოთ ერთმანეთში ერთგვაროვან პასტად გადაქცევამდე.

10. მოხარშული ქათმის ღვიძლი, დაფქვილი პილპილი, რამდენიმე კოვზი უცხიმო ნაღები, ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ ერთგვაროვან პიურედ მიღებამდე, შევაზავოთ მარილით და პილპილით.

ინგრედიენტების რაოდენობა აიღეთ თვალდათვალ, გემოვნებით.


გემრიელად მიირთვით!

0
166
1-ს მოსწონს
ავტორი:ფიქრია ჯიქია
ფიქრია ჯიქია
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0