x
image
ალექსანდრე ლექსო
მეცნიერებმა დაბერების საწინააღმდეგო აბები გამოიგონეს
როგორც ჟურნალი Science Daily–ი მოგვითხრობს, ავსტრალიელმა მეცნიერებმა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან შექმნეს პრეპარატი, რომელსაც შეუძლია აღადგინოს ადამიანის დნმ–ი.


image


თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პრეპარატს შეუძლია დნმ–ის უჯრედები არამარტო განკურნოს სიბერისაგან, არამედ რადიაციისაგანაც.

გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ადამიანის დნმ–ის უჯრედებს შეუძლიათ თვითაღიდგენა. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს თვისება კლებულობს.


მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უჯრედების აღდგენაზე პასუხისმგებელია მეტაბოლიტი ნად+, რმელიც ადამიანის ყოველ უჯრედშია.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატის მიღებიდან ერთი კვირის თავზე ახალგაზრდა და ბებერი თაგვების დნმ–ი პრაქტიკულად ერთნაირი იყო.

ნაშრომმა ნასა-ს ინტერესი გამოიწვია, რომელიც ასტრონავტებს ამზადებს მარსზე ოთხწლიანი ექსპედიციისათვის. ცნობილია, რომ კოსმოსური გამოსხივება მოკლე დროშიც კი ადამიანის დნმ–ის დაბერებას იწვევს.

0
106
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
106
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0