x
image
ალექსანდრე ლექსო
ლიტვამ "გაზპრომი" 36 მილიონი ევროთი დააჯარიმა
"გაზპრომს" ჯარიმა 2017 წლის 22 მარტამდე უნდა გადაეხადა. დაგვიანების გამო მას ეს თანხა ჩამოერთვევა – განაცხადა ლიტვის კონკურენციის საბჭოს (ლიტვის ანტიმონოპოლიური სამსახური) წარმომადგენელმა მარია გრუმბლენემ.


image


აღმასრულებლებმა უკვე მიიღეს კონკურენციის საბჭოს დადგენილება ჯარიმის იძულებით გადახდის შესახებ. რუსული გაზის მიმწოდებელი დაჯარიმდა 2004 წლის ხელშეკრულების დარღვევის გამო, მან ხელი არ მოაწერა შეთანხმებას გაზის გაცვლის თაობაზე ლიტვურ კომპანია Lietuvos energijos gamyba (LEG)–თან.

ლიტვის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარიმა 35 651 მილიონი ევრო, კონკურენციის საბჭომ "გაზპრომს" 2014 წლის ოქტომბერში დააკისრა. გაზპრომმა ხელი შეუშალა კომპანია Lietuvos energijos gamyba (LEG)–ს შეეძინა გაზი უფრო იაფად სხვა მომწოდებლისაგან.


ვილნიუსის ადმინისტრაციულმა სასამართლომ გასული წლის ნოემბერში არ დააკმაყოფილა გაზპრომის საჩივარი ჯარიმის დაკისრების გამო.

1
141
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
141
  
2017, 25 მარტი, 22:35
ამ თანხის 1%რამდენია??? მამა მარჩენალს მოაკლდება შემოსავლიდან
0 1 1