x
image
Maia kordzadze
იდუმალი ,მარტოხელა დედა-ყველაზე წარმატებული ქალი ქვემო ქართლში



image

მანანა ჯაჯანიძე


ალბათ უნდა წაიქცე, რომ ადგომა შეძლო და ისიც არ დაეცა, მარტოდ დარჩენილმა ცხოვრება ამაყად გააგრძელა.ქალბატონი მანანა დღეს ბოლნისის რაიონში ერთ-ერთი წარმატებული ფერმერი ქალია.ბიზნესი საღეჭი რეზინებიდან დაიწყო.იდეებით სავსემ მომგებიანი გათამაშება დააწესა და პირველი მომხმარებელიც, ბავშვების სახით, მალევე შეიძინა. მის შემდეგ აღარც გაჩერებულა.ჩასარიცხი აპარატებიდან დაწყებული:ბილაინის დილერობა, ფოტოების დაბეჭვდა, სამამულო ომის მედლების კოლექციონერობა, არჩევნებ

ში აქტიურად ჩაბმულობა, ფერმერთა სახლის მფლობელობა და ვინ მოთვლის კიდევ რას არ მოედო. ხელი რასაც მიუწვდა ყველგან წარმატებას მიაღწია.პროფესიით პედაგოგმა თავისი ლოგიკური აზროვნების უნარი ბიზნესში გამოიყენა.



image

ბავშვობიდან იდუმალი, რომანტიკოსი, ექსპერიმენტების მოყვარული იყო.მის მიერ, 15 წლის ასაკში, მიწაში ჩაფლული წერილი 35 წ ლის შემდეგ იქნა ნაპოვნი მისივე ძმის მიერ.მას სურდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რომ მისი სახელი დარჩენილიყო და მპოვნელს თხოვდა მიხაკების მიტანას მის საფლავზე, იმ შემთხვევაში თუ ის გარდაცვლილი იქნებოდა.


35 წლის შემდეგ ნაპოვნი წერილი image

ამ ამბავზე კარგა ხანს იყო ლაპარაკი რაიონში. საბედნიეროდ დღეს ქალბატონი მანანა ცოცხალია, მისი სახელიც ალბათ კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, რადგან კიდევ ბევრ სასიკეთო საქმის გაკეთებას აპირებს.

თავისი მონდომებითა და შრომისმოყვარეობით ადგილი გამოცდილ ფერმერთა შორის დაიმკვიდა. ღვინოს საკუთარი ვენახებიდან მიღებული ყურძნით ამზადებს, რომელმაც კონტროლი გაიარა და ქართულ ბაზარზე ადგილი მალევე დაიმკვიდრა.2016 წლის კატალოგში საუკეთესო ღვინოებს შორისაც მოხვდა.




image

სადეგუსტაციო ოთახი

image


მისი ღვინო ყველა ფესტივალზეა წარდგენილი და დიდ მოწონებასაც იმსახურებს.



მთაწმინდა.ღვინის ფესტივალი. 2016 წ

image


ბუნებით აქტიური და მოუსვენარი ქალი ერთი საქმით არასდროს კმაყოფილდება. მევენახეობის პარალელურად მეფუტკრეობასაც მიჰყო ხელი.ერთ საქმეს არასდროს ჯერდება.ყველაფერს ედება და რომელიც უფრო გამოსდის იმას მიჰყვება ბოლომდე.მისი აზრით ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მის ირგვლივ ამდენი გაჭირვებული ადამიანია.ამიტომ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს თავის საქმიანობაში. არ არის გამოფენა, რომელსაც ის არ ესწრებოდეს.მეფუტკრეობის იდეაც აქედან გაუჩნდა.



გამოფენაზე თბილისში

image


image

ქალბატონი მანანას თაოსნობით იქნა ჩამოყალიბებული კოოპერატივი, რომელშიც 11 ადამიანია გაერთიანებული.მალინის მოყვანა-წარმოებაზე მან კიდევ ერთი გრანტი მოიგო.გვერდით სტუდენტები დაიყენა და საკუთარ ნაკვეთში 2500კვ.მ-ზე 1700 ნერგი დარგო.ორგანიზაციის დახმარებით ნაკვეთი ახალგაზრდებმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვეს.ნერგები წვეთოვანი სისტემით ირწყვება.ფერმერს სურს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანა, რომელიც აუცილებლად ექსპორტზე გავა.ეს იქნება საჩვენებელი ნაკვეთი, სადაც ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელიებიც ჩამოვლენ.მათ სურთ სანერგე მეურნეობის გაკეთება.

სახელმწიფოსა და არასამთევრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ თითქმის ყველა კონკურსში ერთვება. ტრენინგებზე აღებული სერთიფიკატებიც ბლომად აქვს და მიესალმება ყველა სიახლეს.

image


ძლიერი ქალი-თანასწორი შესაძლებლობების გაძლერების მომხრეა.



image


image



მრავალმხრივი ნიჭის მფლობელი სოფლის მეურნეობის ახალი ტენდერითაა

დაინტერესებული, რაც ღვინის ქარხნის მშენებლობას უკავშირდება.

მეტი ფაბრიკა-ქარხნები, მეტი დასაქმებული ხალხი-ეს არის ფერმერი ქალის დევიზი.სწორედ ამან განაპირობა ის, რომ სათავეში ჩაუდგა რაიონში ღვინის ქარხნის გახსნის საქმეს.ამით მოსახლეობას ყურძნის ჩაბარების საშუალება მიეცემა.

იმედია მალე ბოლნისის რაიონი, პატრიოტი ქალის თაოსნობით, ახალი ღვინის ქარხნის გახსნას იზეიმებს და ქვემო ქართლში კიდევ ერთ საშვილიშვილო საქმეს ჩაეყრება საფუძველი.

















3
1474
6-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
1474
  
2017, 30 ოქტომბერი, 11:41
არც მიფიქრია, რომ ასე ჩათვლიდით. ალბათ მართალია უნდა მიმეთითებინა ადგილმდებარეობა
2017, 30 ოქტომბერი, 0:05
ვინაიდან ეს ჭურ-მარანიცა და "სადეგუსტაციო ოთახი"–ც მდებარეობს მარნეულის რაიოში, კერძოდ სოფელ თამარისში და არ ეკუთვნის ქალბატონ მანანას...
2017, 29 ოქტომბერი, 23:53
დიდ წარმატებას ვუსურვებ ქალბატონ მანანას თუმცა იქნებ მიგეთითებინათ სად მდებარეობს ზემოთ ხსენებული და ფოტოზე აღბეჭდილი სადეგუსტაციო ოთახი და ჭურ-მარანიც...
0 1 3