ქვემო ქართლი ,,ბოლნისქალაქობა 2017"– ასეთი ბოლნისი ჯერ არავის უნახავს 2017, 9 ოქტომბერი, 15:25 ![]() ![]() მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბოლნისმა, პირველად “ბოლნისქალაქობა 2017" ორდღიანი ზეიმით აღნიშნა, რაც გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს უკავშირდება. ![]() ![]() სახალხო ზეიმი ბოლნისის ისტორიულ უბანში, სააკაძის ქუჩაზე ოფიციალურად გახსნა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოშო ჰაიკე ფაიჩიმ. სტუმრებს და ბოლნისელებს ბოლნელი ეპისკოპოსი მეუფე ეფრემი მიესალმა. ![]() ![]() ![]() სტუმრებმა მოინახულეს გერმანული კულტურული მემკვიდრეობა. ღია იყო გერმანელი სარდაფის კარები, გამოფენილი იყო ძველი გერმანული ავეჯი და ნივთები. გერმანულ ორღანზე კი, რომელიც ერთ-ერთ ოჯახშია შემონახული, ყველას შეეძლო დაკვრა. ღონისძიება პირველ დღეს ჯგუფ REGGAEON-ის გალა - კონცერტმა დაასრულა.ზეიმზე აგრეთვე ჩატარდა კინო ჩვენება კატერინენფელდზე. პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მემორიალური დაფაც გაიხსნა. გაიმართა ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას წიგნის პრეზენტაცია „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“, რის შემდეგაც ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა წამოადგინა, ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 67 9-ს მოსწონს
|