მიმოხილვა იმისათვის,რომ თქვენ და თქვენს ავტომობილს საფრთხე არ შეგექმნათ 2017, 22 მარტი, 13:21 ![]() მაფრთხილებელი ნიშნულების ანთება ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე ხშირ შემთხვევაში ბევრი მძღოლისთვისაა დამაბნეველი.სიმბოლოები სხვადასხვა ფერისაა და მათგან მეტ ყურადღებას საჭიროებს ყვითლად და წითლად ანთებული ნიშნულები. ესა თუ ის წითლად ანთებული “ჩეკი" გვამცნობს, რომ მანქანის გარკვეულ ნაწილს სერიოზული პრობლემა აქვს, ანუ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მისი აღმოფხვრა. ქვემოთ მოყვანილია სიმბოლოები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩნდება ავტომობილის ხელსაწყოების დაფაზე და მათი მნიშვნელობების ცოდნა აუცილებლად დაგეხმარებათ უსიამოვნო შემთხვევების თავიდან არიდებაში.მაშ ასე: ![]() პრობლემა: ხელის მუხრუჭი ამოწეულია, ან სამუხრუჭე ხუნდები(“კალოდკები") ძალიანაა გაცვეთილი, ან სამუხრუჭე სითხე(“ჟიტკოსტი") არასაკმარისია. პრობლემის აღმოფხვრა: თუ სიმბოლო ხელის მუხრუჭის განეიტრალებისას არ ქრება, სასწრაფოდ უნდა მიაკითხოთ პროფილაქტიკას, რადგან მუხრუჭებმა ნებისმიერ დროს შეიძლება გიმტყუნოთ და სავალალო შედეგი მიიღოთ. ![]() ![]() ![]() ![]() პრობლემა:სამუხრუჭე ხუნდები კრიტიკულ ზღვრამდეა გაცვეთილი. პრობლემის აღმოფხვრა: აუცილებლად უნდა გამოიცვალოს სამუხრუჭე ხუნდები. ![]() პრობლემა:ძრავა დაზიანებულია, ან მასთან მიერთებული შლანგებია არასათანადო მდგომარეობაში.ასევე შესაძლებელია, რომ პრობლემა წარმოქმნილი იყოს მაყუჩის(“გლუშიტელის") დაზიანების გამო. პრობლემის აღმოფხვრა:აუცილებელია მოტორისტმა შეამოწმოს. ![]() ![]() P.S. ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ! 575 4-ს მოსწონს
|