x
image
ნარილა
ფსიქოლოგიური დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

imageდორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის რომანის "დორიან გრეის პორტრეტის" პერსონაჟის სახელიდან იღებს სათავეს. ვთქვათ ორიოდე სიტყვა ნაწარმოების სიუჟეტთან დაკავშირებითაც: ამბავი გადმოგვცემს ახალგაზრდა მომხიბვლელი და შესანიშნავი მამაკაცის დორიან გრეის ისტორიას. მას მხატვარი ვინმე ბეზილ ჰოლუორდი დაუხატავს პორტრეტს. რომანის მთავარი გმირი ტკბება ამ ნახატის მშვენიერებით. ამავე დროს, დორიან გრეის თავისი სილამაზის წარმავალი ბუნების ეშინია, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეელიოს თავის ბრწყინვალე გარეგნობას და ინატრებს, რომ მის ნაცვლად მისი პორტრეტი დაბერდეს. იმდენად ძლიერია მისი ეს აკვიატება, რომ მზადაა სულიც კი მიყიდოს ეშმაკს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას შეიწირავს მისივე ეს სურვილი და იღუპება მაშინ, როდესაც ცდილობს ხელოვნების ნიმუშის განადგურებას.

ეს სინდრომი აღენიშნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ავადმყოფულად განიცდიან წლების მატებას და ასაკის მატებასთან ერთად სიბერის მოახლოებას. ამის გამო, პლასტიკურ ოპერაციებისა და კოსმეტიკური საშუალებების ხშირი მომხმარებლები ხდებიან. ესაა ერთგვარი დამოკიდებულება!

მაგრამ სულ ეს არაა. ახალგაზრდული აქსესუარებისა და ატრუბუტების გამოყენება, ასაკთან შეუფერებელი ტანსაცმლის ტარება, ტინეიჯერული ჩაცმის სტილი _ აი კიდევ ის ნიშნები, რომლებიც მთლიანობაში ქმნიან დორიან გრეის სინდრომს და რომლისგან გათავისუფლება ამ სინდრომით დაავადებულთათვის არც ისე მარტივია, რადგან სიბერის მოახლოებასთან ერთად მით უფრო ძლიერდება.

3
1528
12-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
1528
  
2012, 11 ივნისი, 18:54
მე ეს სინდრომი მექნება რატო უნდა დავბერდე)ოპერაციებს არ გავიკეთებ ჯანსაღ ნიღაბს გავიკეთებ მაგრამ არ დავბერდები)
2012, 11 ივნისი, 13:50
ნარცისიზმის ნიშნები
0 1 3