სხვა მზეზე 2013 წლის მონაცემებით ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა დააფიქსირეს 2013, 13 მაისი, 18:20 2013 წლის 12 მაისს დაფიქსირდა წლის ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მზის ზედაპირზე. მზიდან ამოტყორცნილი მძლავრი ტალღა, რომელიც კი წლის განმავლობაში ყოფილა რეგისტრირებული, დააფიქსირა კვირა დღეს NASA-ს სოლარული დინამიკის ობსერვატორიამ.
![]() კვირა დღის მზის ამოფრქვევა იყო ![]() ![]() კვირა დღემდე, რაც კი რამ მზის ამოფრქვევა მომხდარა მის ზედაპირზე ამ წლის განმავლობაში, იყო M კლასის ან შედარებით უფრო სუსტი სიძლიერის. ამავე საზომით, წელს დაფიქსირდა M6, 5 სიძლიერის აალება _ ყველაზე მძლავრი რაც კი კვირა დღემდე მომხდარა. მაგრამ გუშინ მომხდარმა ამოფრქვევამ აქამდე არსებულ მონაცემებს ბევრად გადააჭარბა. 2012 წელს, მზეს გადაუარა X კლასის ამოფრქვევების ტალღამ, რომელიც შეიცავდა X5, 4 სოლარულ აალებას. X 6, 9 სოლარული აალება 2011 წლის მონაცემებით შეფასდა, როგორც მზის შტორმი. მზე ამჟამად იმყოფება თავისი განვითარების ციკლის აქტიურ ფაზაში. მთლიანი ციკლი, რომელსაც ეწოდება 24 სოლარული ციკლი, დაიწყო 2008 წელს და გაგრძელდება 2019-2020 წლებამდე. NASA-ს სოლარული დინამიკის ოსერვატორია არის ერთ-ერთი უპირველესი იმათ შორის, რომლებიც თვალს ადევნებენ 24 სოლარულ ციკლს. 405 13-ს მოსწონს
|