სხვა სტუდენტის სინდრომი?.. 2012, 5 ივნისი, 13:54 ფსიქოლოგები უამრავ ფსიქოლოგიურ დაავადებას პოულობენ, გამოყოფენ, განასხვავებენ ერთმანეთისაგან და მათ, არც მეტი არც ნაკლები, ლიტერატურულ პერსონაჟთა სახელებს არქმევენ. ოიდიპოსის კომპლექსი, ელექტრას კომპლექსი, ალისას სინდრომი, კარლსონის სინდრომი, დორიან გრეის სინდრომი და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი!
ყველა მათგანი თავის დროზე გამოავლინეს და სახელიც შესაბამისი შეურჩიეს. რაც შეეხება კიდევ ერთ საჭირბოროტო ფსიქოლოგიურ სინდრომს, ესაა სტუდენტის სინდრომი. ერთი შეხედვით, შეიძლება სინდრომადაც არ მოგვეჩვენოს, რადგან ის ასე გავრცელებულია. რაც არ უნდა იყოს, ესაა ფსიქოლოგიური დაავადება, რომელსაც სამედიცინო ტერმინიც შეურჩიეს და რომელიც ყოველ სტუდენტს თუ არა, სტუდენტთა უმრავლესობას მაინც შეიძლება დაემართოს.
მუდმივი ლეთარგია, სიზარმაცის ყოვლადჩამძირავი ძალა, რომელიც ასეთი გადამდებია, სტუდენტებს ხშირად ემართებათ და ძირითად სიმპტომებს წარმოადგენენ.
ეს ჩვევაში გადაზრდილი სინდრომია, რომელიც აიძულებს ადამიანს ყველაფერი ბოლო საათსა და წუთამდე მიიყვანოს და მერე შესაშურ გულმოდგინებას უჩენს, რომ რაც შეიძლება მალე მოიშოროს თავიდან ესა თუ ის საქმე, დაწყებული სასემინარო დავალებებითა და დამთავრებული საგამოცდო, თუ საკოლოკვიუმო სამზადისით. მაგრამ ამით არ მთავრდება ყოველივე, საკუთარი თავითა და შედეგით უკმაყოფილო პირობას დებს იგივე სტუდენტი, რომ შემდეგისთვის სხვაგვარად იქნება და ყველაფერს თავის დროზე გააკეთებს! თუმცა სინდრომი რის სინდრომია, ასე ადვილად მოიშორო თავიდან.
ყველაფერი ამით არ ამოიწურება... სტუდენტს გაფლანგული დროის სიმპტომიც სტანჯავს, გამოცდების წინ სუიციდისკენ მიდრკილებაც აქვს და ამგვარ ფრაზასაც გაივლებს გულში ან დააფიქსირებს _ "ოღონდ ეს გამოცდა ჩამაბარებინა და პირობას ვდებ..." და მისთ. გამოცდებიც ჩაივლის და ისევდაისევ ჩვეული აპათია ისადგურებს და იწყება დროის მოკვლის მიზნით სხვადასხვა თავშესაქცევის ძიების დაუსრულებელი პროცესი. საშიში ისაა, რომ სტუდენტის სინდრომი ადამიანს სტუდენტობის შემდეგაც არ გაჰყვეს თან და მხოლოდ ასაკობრივ სირთულეებს მივაწეროთ! 267 8-ს მოსწონს
|