სხვა მთვრალმა მუშებმა BMW–ს ქარხანას მილიონიანი ზარალი მიაყენეს 2017, 21 მარტი, 19:01 კონცერნ BMW–ს მიუნხენის ქარხნის საავტომობილო კონვეიერი 40 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო ორი პოლონელი მუშის გამო.
ეს შემთხვევა მარტის დასაწყისში მოხდა. ზარალმა შეიძლება მილიონი ევრო შეადგინოს. უგონოდ მყოფი ამწყობი საამქროს მუშები კოლეგებმა აღმოაჩინეს და სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ერთი მათგანის სისხლში იყო ალჰოკოლი, მეორემ კი ამფეტამინი მიიღო. ამას გარდა ორივემ სინთეტიკური ნარევი მოსწია. ასეთი ინციდენტი პირველად მოხდა BMW–ს ისტორიაში. 463 შეფასება არ არის
|