მაკიაჟი და ვარცხნილობა 27 წლის ყირიმელი გოგონა,რომელიც 20 წელია თმას იზრდის 2017, 21 მარტი, 13:42 ეს ახალგაზრდა ქალი გახლავთ ალია ნასიროვა, რომელსაც მეტსახელად რაპუნცელსაც ეძახიან, -ძმები გრიმების ზღაპრის ცნობილი პერსონაჟის სახელს.
მას იმდენად გრძელი თმები აქვს, რომ როგორც ალიას ქმარი აცხადებს, "მის თმებს კიდევ ერთ ოჯახის წევრს უწოდებს, რომელსაც მოვლა სჭირდება." ალია ამჟამად 27 წლისაა და თითქმის მთელი ცხოვრება თმებს იზრდის.მისი მეუღლე ივან ბალაბანი აცხადებს, რომ უყვარს და ამაყობს მისი ნაწნავით, რომელიც 2 კილოგრამს იწონის და არც რთავს ნებას, რომ შეიკრიჭოს. -ჩვენს ოჯახში გრძელი თმები ტრადიციაა-აცხადებს ალია, -ბებია, დედა და და ნაწნავს ატარებს, თუმცა ჩემსავით ხშირი და სქელი თმა არცერთს არა აქვს. ალიას ასეთი გრძელი თმები დედის დამსახურებაა, 18 წლამდე გოგონას თმებზე დედა ზრუნავდა, შემდეგ, როდესაც ალია სტუდენტი გახდა(ჯერ სიმფერეპოლში სწავლობდა სამხატვრო კოლეჯში, შემდეგ კიევის არქიტექტურის და სახვითი ხელოვნების ნაციონალურ აკადემიაში განაგრძო სწავლა)თვითონ ზრუნავდა აბრეშუმივით თმებზე. ალია ყოველ დილით ერთი საათი მხლოდ თმის დავარცხნას ანდომებს, თავს იბანს კვირაში ერთხელ, ხოლო გაშრობას თითქმის მთელი დღე უნდება-თმის სილამაზეს დრო და მოთმინება სჭირდება. როგორც თვითონ აცხადებს, "ორმეტრიან შლეიფის" მოვლისთვის განსაკუთრებული საიდუმლო რეცეპტი არ გააჩნია, თვეში ერთხელ იჭრის თმის ბოლოებს და ხმარობს ჩვეულებრივ შამპუნს ან ბალზამს. მორცხვი ალისია, ქუჩაში ცდილობს დამალოს გრძელი ლამაზი თმა.არ უნდა, რომ ზედმეტად მამაკაცების ყურადღება მიიქციოს. -როცა დასაძინებლად ვწვები, საწოლს ორ ნაწილად ვყოფ, ერთ მე ვწვები, ხოლო მეორეზე ნაწნავი. ალისიას მიაჩნია, რომ ქალის სილამაზის განსაზღვრელი თმა არის, თუმცა ორი წითელი დიპლომი არც მისი ლამაზი თვალების და არც მისი გრძელი ლამაზი თმის გამო არ მიუღია. 190 6-ს მოსწონს 1-ს არა
|