x
image
melody_inside
ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებს შორის ყველაზე მეტი 20-30 წლის ახალგაზრდები არიან
მეცნიერები: ცხოვრებით უკმაყოფილო ადამიანებს შორის ყველაზე მეტი 20-30 წლის ახალგაზრდები არიან

image

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის ბალანსით უკმაყოფილო ადამიანებში 20-30 წლის ახალგაზრდები ჭარბობს.


სპეციალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათი კვლევა ჩატარდა საუკენეების გასაყართან დაბადებული თაობის შესწავლის ჩარჩოებში.

ონლაინ- გამოცემა YouGov -მა გამოაქვეყნა სამეცნიერო კვლევის შედეგები, რომელმაც
ნათლად აჩვენა, თუ ვინ არის უკმაყოფილო პირად ცხოვრებასა და სამსახურეობრივ მოვალეობებს შორის ბალანსით.

სოციალურ გამოკითხვაში ორიათასმა ახალგაზრდა ბრიტანელმა მიიღო მონაწილება. 25 წლიდან 35 წლამდე ასაკის ყოველმა მეხუთე რესპოდენტმა აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა არსებული სიტუაციით. გამოკითხვის 18-15 წლიანთა ჯგუფში მონაწილეების ცხოვრებაში სიტუაცია შედარებით უკეთესი აღმოჩნდა, მხოლოდ ყოველი მეექვსე ადამიანი იყო უკმაყოფილო არსებული მდგომარეობით.


კვლევის ხელმძღვანელმა სტივენ ჰარმსტონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაუშვებელია სპეციალობის არჩევის დროს ზეწოლა ადმიანზე იმდენად, რამდენადაც ძალიან მაღალია
იმის რისკი, რომ უკვე რამოდენიმე წელიწადში ის უკმაყოფილო იქნება საკუთარი სამუშაოთი.


თანამედროვე დამსაქმებლები აღიარებენ, რომ ცხოვრებით კმაყოფილობა თანაშრომლების პროდუქტიულობის გამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს.

მონაწილეთა უმრავლესობამ ზეგანაკვეთურ სამუშაოზე გაღიზიანება გამოხატეს. ამ კუთხით უფრო შეუწყნარებელი ქალები აღმოჩნდნენ. მრავალმა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შესვენებას.


იხილეთ ასევე:

1. 20 თავბრუდამხვევი სურათი ბოშების ცხოვრებიდან



2. შვილები მამის გასვენებაში მივიდნენ. მაგრამ...


3. მიწის ქვეშ გატარებული 17 წელი და... მაღაროელი ცოცხალი იპოვეს. დაუჯერებელი სასწაული!



0
67
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0