x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპს ნიგერიელი პოეტის სიტყვები ირლანდიურ ანდაზაში აერია
image


აშშ-ს პრეზიდენტის "საყვარელი ირლანდიული" ანდაზა, სინამდვილეში ნიგერიელი მოყვარული პოეტის ლექსი გამოდგა.


CNN-ის ინფორმაციით 17 მარტს, -წმ.პატრიკის დღეს, დონალდ ტრამპი შეხვდა ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ენდოი კენის.აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირლანდიელ მეგობრებთან შეხვედრამ გაახსენა ძველი ირლანდიური ანდაზა, რომელიც ბევრჯერ აქვს მოსმენილი და ძალიან მოსწონს."ყოველთვის დაივიწყე მოღალატე მეგობრები, მაგრამ გახსოვდეს ისინი, რომელიც შენი ერთგულნი დარჩნენ."


მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვები მოხვდა საინფორმაციო საშუალებების გვერდებზე, ირლანდიელმა სოცმომხარებლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ანდაზა არ არსებობს ირლანდიურ ზეპირსიტყვიერებაში.მოკლედ ჟურნალისტებმა თუ ცნობისმოყვარე მომხმარებლებმა გადაქექეს ინტერნეტი და გაირკვა, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის ნიგერიელ მოყვარულ პოეტს ალბაშერ ადამ ალხასანს.



ალხასანმა, რომელიც ამჟამად ბანკში მუშაობს მენეჯერად ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ლექსი 10 წლის წინ დაწერა, როდესაც კოლეჯში სწავლობდა, მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ მისი ციტატა "ასეთ დონეზე" გაჟღერდებოდა.

"იქნებ ჯობდა ბანკირი არ გამოვსულიყავი და პოეტად დავრჩენილიყავი", -ირონიულად დასძინა ალხასანმა.


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
43
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0