x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ ვკრთებით ძილში? ეს ბევრმა თქვენგანმა არ იცის
ალბათ ყველა თქვენგანს გამოუცდია ის წარმოუდგენელი და უცნობი შემთხვევა, როდესაც ახალ ჩაძინებულზე თუ ღრმა ძილის პროცესში მყისიერად რაღაცა შეგაკრთობთ ან გადმოგაგდებთ საწოლიდან. ბევრმა ალბათ სიზმარს დაუკავშირეთ, რომელიც წაქცევას ან ორმოში ჩავარდნას ემთხვევა და უკავშირდება, ბევრი თქვენგანი კი ალბათ სულაც არ ხედავდა მოცემულ მომენტში სიზმარს.


image


რატომ ვკრთებით ძილში და რას უკავშირდება აღნიშნული წამიერი პროცესი?


დაწოლისთანავე და ზოგადად სიზმრები იწვევს თქვენი კუნთების დაჭიმულობას, სიზმარში გადმოვარდნა, ჩავარდნა ან დაცემა კი კრთომის პროცესს, რომელსაც სამედიცინო ენაზე მიოკლონური კრუნჩხვა ეწოდება.



ეპილეფსია არის ცენტრალური ნერვული სისტემის (ნევროლოგიური) დაავადება, როცა დარღვეულია თავის ტვინში ნერვული უჯრედების აქტივობა, რაც იწვევს გულყრას. ვინაიდან ეპილეფსიურ გულყრას იწვევს თავის ტვინის უჯრედებში განვითარებული პათოლოგიური განმუხტვა, გულყრამ შესაძლოა დაარღვიოს ნებისმიერი პროცესი, რომელსაც ტვინი უწევს კოორდინირებას. კლასიფიკაციის მიხედვით კი გულყრა შეიძლება იყოს ფოკალური და გენერალიზებული. სწორედ გენერალიზებულ ჯგუფს, რომელიც მთელ თავის ტვინს მოიცავს, მიეკუთვნება მიოკლონური კრუნჩხვა, როემლსაც ახასიათებს უეცარი ხანმოკლე ბიძგები და შეკრთომები ხელებში და ფეხებში.


ფაქტია, რომ როდესაც გძინავთ, სუნთქვა, პულსი და გულის მუშაობაც სუსტდება, კუნთები და ორგანიზმი კი მოდუნებულია, ტვინი ამ ყველაფერს აღიქვამს და სიკვდილისპირა დმგომარეობასთან აიგივებს. სწრაფად ჩაძინების და სიზმრის შემთხვევაში კი, რადგან კუნთები დაძაბულია და რითმიც დარღვეულია, ქვეცნობიერად გადარჩენის მიზნით ტვინი თქვენს გადარჩენას მიოკლონური კრუნჩხვით ცდილობს. მიოკლონური კრუნჩხვა კი ჩვენი სხეულის ერთ-ერთი თავდაცვითი სისტემაა.




იხილეთ აგრეთვე:


რისგან გვიცავს სლოკინი და მთქნარება? ჩვენი სხეულის 9 თავდაცვითი სისტემა, რომელთა შესახებ არ იცოდით

ნახეთ რა დაგემართებათ თუ არასწორ პოზიციაში გძინავთ

რატომ ჭირდება ქალს მეტი ძილი, ვიდრე მამაკაცს? ის, რაც აქამდე არ იცოდით

რომელ მხარეს უნდა გვეძინოს? ის, რაც ბევრმა თქვენგანმა არ იცის

აი რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა

თუ თქვენ "ბიუსტჰალტერით" გძინავთ, მაშინ ეს აუცილებლად წაიკითხეთ
იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?
აი რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ახლობლები
რა ემართება სულს ჩვენი ძილის დროს?

4
9285
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
9285
  
2018, 27 მაისი, 12:52
ვერ გეტყვით, ნანა, მაგ საკითხში კომპეტენტური არ ვარ და შესაბამისად, კარგი იქნება თუ ექიმს მიმართავთ. წარმატებები.
2018, 27 მაისი, 12:48
გამარჯობათ მე მაქვს ეპილეფსია შეძენილი და ძილში დამეწყო ასეთი რამ ენას ვიკვნიტავ და ეს კრუნჩხვითი ერთერთი სიმპტომიაა??? ალბათ ექიმთან უნდა მივიდეე
2017, 20 მარტი, 23:24
რამ დასტრესა ასე :)) საბრალო
2017, 20 მარტი, 16:33
ჩემი მონადირე ძაღლიც კრთება როცა სძინავს, ვიდეოც გადავუღე ისეთ დღეშია. :)
0 1 4