x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
სერიოზული დაავადებები, რომელთა შესახებაც სიგნალს კანი გვაძლევს. შეამოწმეთ!
image



ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველთვის ახდენს გამოვლინებას ვიზუალურ მხარეებზე. ჭიპი, სახის კანი, ვენები, ენა და სხვა ორგანოები დაავადებებზე ხშირად მეტყველებენ, დღევანდელ სტატიაში კი მინდა წარმოგიდგინოთ იმ დაავადებების კრებული, რომელთა შესახებ კანი გვაწვდის სიგნალს.



1. პიგმენტური ლაქები.image
დაავადებას, რომელიც კანზე ვლინდება ნათელი ლაქების სახით ვიტილიგო ეწოდება. ვიტილიგო დერმატოზია, რომელიც გამოწვეულია კანის პიგმენტაციის პროცესის დარღვევით და ამ დროს კანზე წარმოიქმნება დეპიგმენტური ლაქები. დაავადების გამომწვევად ითვლება კანის ცალკეული უბნების მიერ პიგმენტის გამომუშავების უნარის დაკარგვა მელანოციტებში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობის გამო, რომელიც ახდენს პიგმენტის წარმოქმის კატალიზებას. დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს გენეტიკური და ნეიროენდოკრინული ფაქტორები, ასევე თირკმლის უკმარისობა, ამიტომ გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგსა და დერმატოლოგს.





2. მუქი ლაქები.image
კანზე მსგავსი ლაქები თირკმლის უკმარისობისა და ადისონის დაავადების შემთხვევაში ვლინდება. ადისონის დაავადება — თირკმელზედა ჯირკვლის პირველადი ქრონიკული უკმარისობაა. მას საფუძვლად უდევს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დესტრუქცია (სტრუქტურის დარღვევა), რომელსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების - გლუკოკორტიკოიდების (კორტიზოლის) და მინერალკორტიკოიდების (ალდოსტერონის) წარმოქმნის დაქვეითება მოჰყვება.



ამ დაავადების შემთხვევაში ადამიანებს ემართებათ კუნთების სისუსტე, მადის დაქვეითება, არტერიული წნევისა და სისხლში შაქრის დონის დაცემა. საკმაოდ საშიში დაავადებაა, ამიტომ პირველივე ნიშნების დროს მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.





3. გამონაყარი.image
ნებისმიერი გამონაყარი მიუთითებს იმას, რომ ორგანიზმში რაღაც ისე ვერ მიდის. მიზეზად შეიძლება ბევრი ფაქტორი დავასახელოთ– საკვებზე და საყოფაცხოვრებო ქიმიკატებზე ალერგია, მედიკამენტების გავლენა, ინფექციური დაავადებები, წითელი ქარი. ნებისმიერ შემთხვევაში უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია, რადგან ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე შედეგები– ლაიელის ან სტივენს-ჯონსონის სინდრომი. (გამონაყარი განსაკუთრებით საშიშია მოზარდებში)





4. ედემა (შეშუპება).image
თუ შეშუპებებს ამჩნევთ ყოველ დღე, რამოდენიმე დღე მიყოლებით, ენდოკრინოლოგს მიმართეთ, რადგან ის ჰიპოთირეოზის გამოვლენაა. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა. პაციენტები განიცდიან კანის სიმშრალეს, სახისა და კიდურების შეშუპებას, სცვივათ თმა, ადვილად ემტვრევათ ფრჩხილები და სუქდებიან უსისტემოდ. მსგავს შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.





5. უამრავი ახალი ხალი.image
ხალები ადამიანის სხეულზე მრავალი მიზეზის გამო ჩნდება და მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გენეტიკური ფაქტორი. დამატებითი მიზეზები - ულტრაიისფერი სხივების გადაჭარბებული რაოდენობა და ჰორმონალური უკმარისობაა. ამიტომ თუ შეამჩნევთ, რომ ისინი უსისტემოდ მომრავლდა, გაიზარდა და შეიცვალა ფორმა და ფერი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.





6. აკნე.image
ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს აკნეს– კანის ცხიმის ჭარბი რაოდენობა, რომელიც ჭედავს ფორებს და შედეგად ვიღებთ აკნეს; ჰორმონალური დარღვევები და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.


სახის კანს საგანგებო მოვლა ჭირდება, თუმცა აკნე რომ გაქრეს, საჭიროა ჯერ პრობლემის აღმოფხვრა, ამიტომ მიმართეთ სპეციალისტს.





7. კანის აქერცლა.image
სხეულის სხვადასხვა ადგილას კანის აქერცლის მიზეზი შეიძლება გახდეს ავიტამინოზი, ჰორმონალური დისბალანსი, ალერგიული რეაქციები, სებორეა (სებორეა ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება ცხიმის გაძლიერებული გამოყოფით), ფსორიაზი და სხვა. სწორი დიაგნოზირებისათვის მიმართეთ ექიმს.





8. ჭარბი ოფლი.image
თუ ოთახში ოპტიმალური ტემპერატურაა, საქმით არ ხართ დაკავებული და არც ნერვიულობთ, ოფლი ჭარბად არ უნდა გამოყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის მიზეზი დიფუზური ტოქსიკური ჩიყვია – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიითა და ჰიპერფუნქციით, რასაც პაციენტი მიყავს კანის გათხელებასა და ქავილამდე. მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.




P.S. ჯანმრთელობას გისურვებთ!



იხილეთ აგრეთვე:


4 პროდუქტი, რომელიც აფუჭებს სახის კანს- ამოიღეთ ისინი რაციონიდან!

აი რატომ გაწუხებთ თავის, წელისა და სხვათა ქრონიკული ტკივილები

სასწრაფოდ შეამოწმეთ თქვენი თავი

რომელ ფარულ დაავადებებზე მეტყველებს თქვენი "ჭიპის ფორმა"?

რისი თქმა შეუძლია თქვენს ფეკალიებს? (განავალი)

10 ნიშანი იმისა, რომ კიბოს საშიშროება გაქვთ

როგორ გავარკვიოთ რა გვტკივა?

რატომ აქვს ოფლს სუნი და რაზე მიანიშნებს ის?

რატომ ჩნდება პირის ღრუში უსიამოვნო სუნი და როგორ მოვიშოროთ იგი?


0
2601
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2601
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0