x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შოკოლადი ხველას სიროფებზე უკეთ შველის! - იცოდით?
შოკოლადი - ტერმინი, რომელიც კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის აღნიშვნისთვის გამოიყენება. სიტყვა „შოკოლადი“ კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული სასმლის „ჩოკოლატლის“ დასახელებიდან მომდინარეობს. აცტეკების ენაზე „ჩოკოლი"სიმწარეს ნიშნავს, ხოლო „ატლი“ წყალს, რომლისგანაც შოკოლადის სასმელი მზადდება. კაკაოსა და რძის შემცველობის მიხედვით შოკოლადი რძისფერი, ყავისფერი, თეთრი ან შავია.


image



შოკოლადის, ისევე როგორც კაკაოს ხის, სამშობლოდ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა ითვლება. ასწლეულების მანძილზე, შოკოლადი გამოიყენებოდა, როგორც სასმელი. დაფქვილ და მოხალულ კაკაოს მარცვლებს ინდიელები წყალს ურევდნენ, ხოლო შემდეგ ამ ნარევს წითელ წიწაკას (ჩილი) უმატებდნენ. შოკოლადის ისტორია ძალიან ადრე დაიწყო, დაახლოებით 3000 წლის წინ. პირველად სიტყვა კაკაომ გაიჟღერა როგორც «kakawa»-მ დაახლოებით 1000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მექსიკის ყურეში, მაშინ როდესაც ჯერ მხოლოდ იწყებოდა ოლმეკების ცივილიზაციის აღორძინება. ოლმეკების შემდეგ მაიას ტომებმა გააგრძელეს ტრადიცია და სწორედ მათ ეკუთვნით ველური კაკაოს ხის კულტივირება.




სწორედ ამ დროს დაიწყო ადამიანთა მოდგმამ შოკოლადის მიღების მეთოდების შემუშავება, სხვადასხვა ინგრედიენტების დამატებით. შოკოლადის მარცვლებს ხალავდნენ, ფქვავდნენ და შემდეგ ისევ აცხელებდნენ, ასე მიიღებოდა კაკაო-ხსნარი, შემდეგ უკვე ამ ხსნარს ურევდნენ წყალში და შედეგად მიიღებოდა მწარე, მაგრამ სასიამოვნო სასმელი. ამ პერიოდში ასეთ სასმელს ძალიან დიდი პოპულარობა ჰქონდა და მას "ღმერთების სასმელი" ერქვა.





მაიას ტომების გაქრობის შემდეგ შოკოლადის მომზადების ტრადიცია აცტეკებმა განაგრძეს. აცტეკები შოკოლადში ურევდნენ შაქარს, ვანილს, თაფლსა და დარიჩინს. ასეთი ხერხებით მიღებულ თხევად მასას აცტეკები მოიხსენებდნენ როგორც «xocolatl» და ის ცნობილი იყო მისი ნოყიერებით, გამაძლიერებელი (ენერგიის მოსამატებელი) და აღმგზნები თვისებებით.



image



შოკოლადი ხველას სიროფებზე უკეთ შველის! - იცოდით?


ხველა გაციების ერთ-ერთ მთავარ სიმპტომად ითვლება, რომლის რიცხვი ზამთარში საგრძნობლად იმატებს. ასევე იზრდება ხველის სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანი, მათ შორის თაფლის, ლიმონის, პიტნის და სხვა ბუნებრივი და ფარმაცევტული ინგრედიენტების საფუძველზე დაფუძნებული სპეციფიკური სიროფები. თუმცა, ჰალის უნივერსიტეტის პროფესორმა ალინ მორისმა თქვა, რომ შოკოლადი უფრო ეფექტურია ხველის დროს, ვიდრე ნებისმიერი ყველაზე ძვირადღირებული სიროფი. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან კარგი ამბავია ამ დელიკატესების მოყვარულთათვის.



პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეცნიერებას უამრავი მტკიცებულება აქვს შოკოლადის სასარგებლო თვისებების შესახებ, რაც დასტურდება მრავალრიცხოვანი და ობიექტური კვლევებით. მისი აზრით, ეს "ტკბილი წამალი", რომელიც შეიცავს კაკაოს მარცვლებს, ბევრად ეფექტურია ხველის ყველა სხვა წამალზე. შესაძლოა, შოკოლადის ეს ეფექტი აიხსნება კაკაოს მარცვლის დამარბილებელი თვისებებით.


ეს ნიშნავს, რომ შოკოლადი ხელს უწყობს ყელის ნერვულ დაბოლოებებზე სპეციფიკური წებოვანი საფარის ჩამოყალიბებას, რომელიც უბრალოდ თრგუნავს ხველის სურვილს და ათავისუფლებს ადამიანს გაციების ამ ძალიან უსიამოვნო სიმპტომისგან. ხველის სხვა საშუალებები, მათ შორის სიროფები, იგივე პრინციპით მუშაობს, მაგრამ შოკოლადი უფრო ეფექტურია.


0
179
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0