x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ?
ბევრმა ალბათ არ იცოდით, რომ ძილში წონაში კლება შესაძლებელია, მართალია ზღაპარივით ჟღერს, თუმცა ეს არც ხუმრობა და არც მითია, არამედ სრული სიმართლე.

image


ძილში წონის კლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიზმარი. ზოგჯერ ის ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ოპტიმალური წონა და მაშასადამე ხელს უშლის გასუქებას. თუ დაკვირვებიხართ, როდესაც დარღვეული გაქვთ ძილის რეჟიმი, მეორე დილას გაღიზიანებულად გრძნობთ თავს და ჭამა გინდებათ. ძილი და სიზმარი ჩვენს მადაზე გავლენას ორი ჰორმონის საშუალებით ახდენს- ლეპტინი (პროტეინი, წარმოებული ცხიმოვანი ქსოვილისგან რომელიც ცნობილია რომ ინახავს ცხიმებს ორგნიზმში) და გრელინი. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ლეპტინის დონე მცირდება ორგანიზმში და იმატებს გრელინის დონე, რომელიც ხდება მიზეზი საკვების მიმართ მოთხოვნილებისა. აქედან გამომდინარე კი დამტკიცებულია, რომ ქალებს, რომელთაც დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 და ნაკლები საათი ძინავთ, უფრო პუტკუნები არიან ვიდრე ქალები, რომელთაც ხანგრძლივად ძინავთ დღე-ღამის მანძილზე.



როგორ დავიკლოთ ძილით წონაში?




უკვე ცხადია თქვენთვის, იმისათვის, რომ არ მოიმატოთ წონაში, უნდა იძინოთ საჭირო რაოდენობით- 8 და მეტი საათით, თუმცა იმისათვის, რომ უფრო უკეთ დაიკლოთ, ასევე გასათვალისწინებელია ის პროცესები, რაც ძილში მიმდინარეობს. ამ პრინციპს კი გერმანელი დიეტოლოგის Detlef Pape-ს დიეტას ეძახიან.


Detlef Pape-ს ძილში კლების დიეტას თან ერთვის აუცილებლად თქვენი კვების პრინციპი- დილის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები, ლანჩსა და ვახშამზე კი დასაშვებია მხოლოდ ცილოვანი პროდუქტები. მაშასადამე, დიეტა დაფუძნებულია სამ ძირითად კვებაზე (საუზმე, სადილი და ვახშამი), სითხედ კი მხოლოდ სასმელი წყლისა და უშაქრო ჩაის მირთმევა შეგიძლიათ.


ექსპერტი Detlef Pape-ს მტკიცებით, ძილში ჰორმონების მიერ ენერგიის წვის დონე იზრდება, მაგრამ თუ კი ძილის წინ ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს მიირთმევთ, ეს ხელს შეუწყობს ინსულინის დონის დაქვეითებას და არღვევს ენერგიის წვის პროცესს.



დიეტას ბევრი მიმდევარი და კმაყოფილი ადამიანი ყავს, თუმცა ბევრი არარეალურად მიიჩნევს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიეტა არის საკმაოდ "რბილი" და მასში საზიანო არაფერია. უბრალოდ მოიწესრიგეთ ძილი, იკვებეთ ხარისხიანად და დაიკელით ძილში ასე მარტივად.



P.S. წარმატებებს გისურვებთ.



3
1919
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1919
  
2016, 31 ოქტომბერი, 0:06
მე კიდევ გავიფიქრე, ასე ცოტა რომ მძინავს, ალბათ მაგიტომ ვერ ვხდები-თქო :D
2016, 30 ოქტომბერი, 17:46
მასე ვარ ზუსტად გვაანც :)) ძილი ჩემი მოგონილიათქო ვამბობ, მაგრამ მცირე წონით არ გამოვირჩევი. გაიხარე ჩემო კარგო :*
2016, 30 ოქტომბერი, 17:35
მე ისე მიყვარს ძილი და იმდენ ხანს მძინავს აქამდე ჩამომდნარი უნდა ვიყო :D მაგრამ ნურას უკაცრავად :) :D სტატია კი კარგი იყო (Y)
0 1 3