x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები

წარმოდგენები ზღვის წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე მეცნიერების და კონკრეტულად მედიცინის განვითარება მოხდებოდა. ძველი ბერძნები: ევრიპიდე, პლატოელენი და არისტოტელი ხაზგასმით აღნიშნავდნენ მისი სარგებლობის შესახებ. «მზით და ზღვის წყლით მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა პათოლოგიების უმრავლეს შემთხვევაში, განსაკუთრებით, თუ ეს ქალის დაავადებებს ეხება», — წერდა ჰეროდოტე (ძვ. წ. აღრ. V ს.). ხოლო, ჰიპოკრატემ «მედიცინის ტრაქტატში» (ძვ. წ. აღრ. IV ს) აღნიშნა, რომ ზღვა დადებითად მოქმედებდა მკურნალობის პროცესზე და განკურნებას აჩქარებდა.


image


გავიდა ასწლეულები და მოსაზრება ზღვის წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ, თანდათანობით დავიწყებას მიეცა. მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიხსენეს, როდესაც ინგლისელი ექიმები მიხვდნენ, რომ ბრიტანეთის კუნძულები, ფაქტიურად, სამკურნალო აბაზანაში «ტივტივებდნენ». ექიმი რიჩარდ რასელი თავის ნაშრომებში: «De Tabe Glanduri» (1750 წ.) და «ზღვის წყლის გამოყენება გლანდების და სიმსივნის მკურნალობის ტრაქტატი» (1752 წ.), ძველ წყაროებზე დაყრდნობით, არა მარტო ზღვაში ბანაობის, მისი დალევის რეკომენდაციასაც იძლევა (XVIII საუკუნეში ზღვა და მსოფლიო ოკეანე ასე არ იყო დაბინძურებული. რედ.). რასელი ზღვის წყლის ქიმიურ შემადგენლობას აღწერდა და მის 4 მთავარ თვისებას გამოყოფდა:


I. მარილიანობა;

II. სიმწარე (გოგირდის და ნახშირწყალბადის ნარევის არსებობის გამო);

III. აზოტურობა;
IV. ზეთოვნება (აღნიშნა, რომ მსგავსი თვისება წყაროს წყალს არ გააჩნია).

«ზღვის წყალი — სხეულის გახრწნისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა», — ამტკიცებდა რასელი.



XVIII საუკუნის ბოლოს, ევროპის ზღვის სანაპიროებთან, SPA-კურორტები გაიხსნა და იმ ადგილებზე, ამჟამად უმსხვილესი გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ცენტრები ფუნქციონირებს. მაგ., სკარბრე (Scarborough, ბრიტანეთი), ბრაიტონი (Brighton, ბრიტანეთი). 1780 წ. ბრიტანეთის მეფე ჯორჯ III, ექიმის რეკომენდაციით, უეიმუნთშ (Weymouth) ისვენებდა და ლამანშის სრუტეში ბანაობდა. ამ ფაქტმა ახალი ტრენდის დამკვიდრება გამოიწვია — ბანაობა «ექიმის დანიშნულებით».

XIX საუკუნის დასაწყისისთვის, მედიცინამ საბოლოოდ აღიარა ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები და მსოფლიო საზოგადოება დაარწმუნა, რომ ზღვის საიახლოვეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეუბა უმჯობესდება.

1867 წ. ექიმმა დე ლა ბონარდემ მედიცინაში ტერმინი თალასოთერაპია (ბერძ. thalassa — ზღვა) დანერგა, რაც ზღვის ჰაერით და პერიოდულად, ზღვაში ბანაობით მკურნალობას გულისხმობდა. საფრანგეთში მკურნალობის ეს მეთოდი, ძალიან პოპულარული გახდა და სულ მალე, თალასოთერაპია საფრანგეთის საზღვრებს გასცდა – ზღვაზე დასვენება და მკურნალობის ტრადიცია ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაინერგა.

1899 წ. ფრანგმა ლუი ბარგომ აღმოაჩინა, რომ რევმატიზმით და ართრიტით დაზიანებული სახსრების აღდგენა, შემთბარი ზღვის წყლის პროცედურები იყო შესაძლებელი. მან როსკოფში (Roscoff, საფრანგეთი) ზღვის ინსტიტუტი დააარსა და სახსრების პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობდა. დღეს იმ ადგილზე, პარიზის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი ფუნქციონირებს.

გასული საუკუნის დასაწყისში, ფრანგმა ბიოლოგმა რენე კინტონმა დაამტკიცა, რომ ზღვის წყლის ქიმიური შემადგენლობა და ადამიანის შიდა გარემო ძალიან ჰგავს ერთმანეთს (ის წლების მანძილზე, სისხლის პლაზმის და ზღვის წყლის შემადგენლობას სწავლობდა და ერთმანეთს ადარებდა). მან დაადგინა, რომ ზღვის განსაკუთრებული მიკროფლორა — პლანქტონი — მის სისუფთავეს უზრუნველყოფს და რომ, ზღვის წყალს უნიკალური ანტიბაქტერიული ეფექტი გააჩნია. ხოლო, ზღვის მარილები უმნიშვნელო რაოდენობის რადიაქტიულ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც რადიაციის ნეიტრალიზება და დაბალანსება შეუძლია.

ზღვის წყლის ძირითადი კომპონენტი კი, ნატრიუმქლორიდია (NaCl) — სუფრის მარილი. მაგ., მკვდარ ზღვაში ამ მარილის კონცენტრაცია, დაახლოებით, 30 %, ხმელთაშუა ზღვაში კი მხოლოდ — 3 %. მაგრამ, ზღვის წყალი სხვა სასარგებლო მინერალებით და მიკროელემენტებითაც არის მდიდარი. მათ შორის არის: კალიუმის ქლორიდი (KCl), მანგანუმი (Mn), კალციუმი (Ca), მაგნიუმის და კალიუმის სულფატები და კარბონატები. სანაპირო წყლები შეიძლება შეიცავდეს მცირე რაოდენობით ბრომს (Br), იოდს (I), ბორს (B) და გოგირდმჟავას (H2SO4 ) თავისუფალი სახით.

ზღვის წყალი, ასევე შეიძლება შეიცავდეს: ოქროს, დარიშხანს, ტყვიას, თუთიას, სპილენძს, ვერცხლს, სტრონციუმს, ცეზიუმს და რუბიდიუმს.

imageimageimageimageimageimageimage







0
396
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0