დიეტოლოგია კიტრის დიეტა 2012, 11 ივნისი, 9:49
1 ვარიანტი: მიირთვით 200 გრ. კიტრი დღეში სამჯერ. მისგან შეგიძლიათ გააკეთოთ სალათები, ოღონდ არ შეაზავოთ მაიონეზით ან არაჟანით. მოსასხმელად შეგიძლიათ გამოიყენოთ უცხიმო კეფირი ან იოგურტი. 2 ვარიანტი: ჭამის წინ შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა კიტრის წვენი (იმ შემთხვევაში თუ კუჭის მჟავიანობა არ გაქვთ მომატებული). ამგვარი დიეტა დაგეხმარებათ წონაში დაიკლოთ აუჩქარებლად, რადგან ცნობილია რომ სწრაფი კლება საზიანოა ორგანიზმისთვის და შედეგად შეიძლება ორმაგი წონა მიიღოთ. ამიტომ მიირთვით კიტრი და კვირაში ერთ კილოგრამს დაიკლებთ, ამასთანავე მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას. კიტრი შეიცავს: A, C, B ჯგუფის და PP ვიტამინებს (ამ ვიტამინებს შეიცავს კიტრის კანი), ორგანულ მჟავეებს, იოდს, კალიუმს და ფერმენტებს. რომ მიიღოთ კიტრიდან ეს სიმდიდრე, შეარჩიეთ პატარა კიტრები-ისინი უფრო სასარგებლოა. 4034 8-ს მოსწონს
|